პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ეს არის პირველად, როდესაც აშშ-ის სენატი მიმართავს ადმინისტრაციას, რათა შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში

14.07.22 13:00


ეს არის პირველად, როდესაც აშშ-ის სენატი მიმართავს აშშ-ის ადმინისტრაციას, რათა შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სენატორების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტით, სტრატეგია უნდა იყოს ყოვლისმომცველი და პირველ რიგში მთავარი აქცენტები გაკეთდეს რეგიონის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

 

„მნიშვნელოვანი ორპარტიული საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის სტრატეგია შავ ზღვის რეგიონთან მიმართებაში. ეს არის პირველად, როდესაც აშშ-ის სენატი მიმართავს აშშ-ის ადმინისტრაციას, რათა შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში და განსაზღვრებაა შავი ზღვის რეგიონის მოცემული, სადაც პირდაპირაა საუბარი საქართველოზეც.

 

ეს სტრატეგია უნდა იყოს ყოვლისმომცველი და პირველ რიგში მთავარი აქცენტები გაკეთდეს რეგიონის უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე.

ასევე, ამ სტრატეგიაში ეკონომიკური მდგენელიც მოდის. იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებზე არის საუბარი, რომელიც რეგიონის მდგრადობასა და ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს“, განაცხადა ზალკალიანმა.

 

სენატორებმა ჯინ შაჰინმა და მიტ რომნიმ ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს. 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი ამერიკის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები