პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე სექტემბრიდან "მძლავრ, მასობრივ პროტესტსა და დაუმორჩილებლობას" აანონსებს

14.07.22 13:20


"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სექტემბრიდან "მძლავრ, მასობრივ პროტესტსა და დაუმორჩილებლობას" აანონსებს. აღნიშნულის თაობაზე მან ტელეარხ "პირველის" ეთერში ისაუბრა.

 

ვაშაძის მტკიცებით, ოპოზიციას გეგმაზომიერი სტრატეგია აქვს ჩამოყალიბებული.

 

"ოპოზიციას გვაქვს გეგმაზომიერი სტრატეგია ჩამოყალიბებული. უპრეცედენტო თანხმობა ვაჩვენეთ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, ჩვენ გვინდა რეალურად რეფორმების შესრულება და მეორე, სექტემბრიდან იქნება მძლავრი, მასობრივი პროტესტის საქართველოში.

 

მასობრივი, მშვიდობიანი პროტესტი, დაუმორჩილებლობა არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რადგან როდესაც ხელისუფლება არ პასუხობს ხალხის ხმას, ის ადგას არალეგიტიმურობის გზას. ეს არის ერთადერთი გზა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. ყველა სხვა გზა არის უბრალოდ თავის მოტყუება და ამას გვეუბნება ევროპარლამენტი, ევროკომისია და რაც მთავარია, ჩვენი შინაგანი ხმა. ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არ არის ამ ქვეყანაში. მათ ურჩევნიათ, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება და დააკარგვინონ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ეს არის დავალება, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მიიღო "ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ვაშაძემ.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები