პოლიტიკა

„ხელისუფლება ისტორიას დაეჯახა და ისტორიას ვერავინ ვერ მოუგებს“ - გიგი უგულავა

14.07.22 14:00


„საგარეო პოლიტიკას ჭედავს ირაკლი ღარიბაშვილი და ეს გაჭედვა მოდის ბიძინა ივანიშვილისგან, ეს არის კრემლისტური, პუტინისტური გზა და პუტინის მოკავშირედ ყოფნა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ისტორიას დაეჯახა და იგი ამ ბრძოლაში გამარჯვებული ვერ დარჩება. 

 

„მათი კონსტრუქცია ასეთია: თითქოს ივანიშვილს ასანქცირებენ იმიტომ, რომ ის უარს ამბობს ჩაერთოს ომში, თითქოს დასავლეთს უნდა რომ საქართველო ჩართოს ომში და ამას ვერ აკეთებს ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ამიტომ აძალებს მას დაბრუნდეს პოლიტიკაში, აიღოს ხმალი ხელში და ეკვეთოს რუსებს, რაც არის სრული სიგიჟე და ბოდვა. ხელისუფლებაც და ბიძინა ივანიშვილიც არის განწირული, ისინი ისტორიას დაეჯახნენ და ისტორიას ვერავინ ვერ მოუგებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები