პოლიტიკა

მილიონობით რუსულ რუბლზე ელენე ხოშტარია ვრცელ განმარტებებს ისევ არ აკეთებს

14.07.22 15:00


მილიონობით რუსულ რუბლზე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ვრცელ განმარტებებს ისევ არ აკეთებს და ჩარიცხვის დოკუმენტებს არ ასაჯაროებს. ის ჟურნალისტებს, „ფაქტჩეკთან“ ამისამართებს.

 

ხოშტარია ამტკიცებს, რომ ყველაფერი საჯაროა, თუმცა მილიონობით რუსული რუბლის ჩარიცხვების წარმომავლობისა და მიზნობრიობის შესახებ დოკუმენტები არავის უნახავს.

 

„არანაირი რუსული წარმომავლობის ფული მე არ მაქვს - შეხედეთ „ფაქტჩეკზე“ და ნახავთ, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი. მთავარი დასკვნა არის ის, რომ მათ შორის ირაკლი რუხაძის და „ქართული ოცნების“ ნერვიულობის გამო ჩემს მიმართ არის დაგეგმილი დეზინფორმაციის კამპანია“, - აცხადებს ხოშტარია.

 

16 ივნისს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია იმავე დღეს დაადასტურა.

 

5 ივლისს „ქრონიკამ“ მორიგი ექსკლუზივი გაავრცელა - რუსეთიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ელენე ხოშტარიას ოჯახმა სოფელ ორბეთში მიწის ნაკვეთი იყიდა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები