პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, ჩვენ თვითონ გვესმოდეს რა გვინდა და საითკენ მივდივართ

14.07.22 16:00


არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, მე ვარ მომხრე, რომ ჯერ იდეაზე ვისაუბროთ, იდეაზე ჩამოვყალიბდეთ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

„მე მესმის, რომ ქართულ პოლიტიკაში დიდი ცდუნებაა, ვინ ჩაატარებს აქციას. ეს რატომღაც ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ იარაღად ითვლება. მე სინამდვილეში პოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებდი იმისკენ, რომ სანამ აქციებზე ილაპარაკებენ, იქამდე იდეებზე ილაპარაკონ. არ ვარ მომხრე ამ გაუთავებელ აქციებზე საუბრის, მე ვარ მომხრე, რომ ჯერ იდეაზე ვისაუბროთ, იდეაზე ჩამოვყალიბდეთ და მერე აქციაზეც ვილაპარაკოთ და რაზეც გინდათ, მაგრამ ჩვენ თვითონ გვესმოდეს რა გვინდა და საითკენ მივდივართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი დაანონსა და თქვა, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები