პოლიტიკა

გია ვოლსკი: ევროკავშირის გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობისთვის“ და რადიკალური ოპოზიციისთვის იყო სერიოზული გაწბილება

15.07.22 12:00


ევროკავშირის გადაწყვეტილება „ნაცმოძრაობისთვის“ და საერთოდ რადიკალური ოპოზიციისთვის იყო სერიოზული გაწბილება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

 

„ევროკავშირმა როგორც ჩანს, შეხედა და სტატუსის საკითხი იმიტომ კი არ გადაავადა, რომ „ქართული ოცნება“ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას ვერ მოასწრებს, აქ პროცესია და „ქართული ოცნება“ ჩაეტევა ამ ვადებში, რომელზეც ირაკლი კობახიძემ ილაპარაკა ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, მაგრამ მუშაობაა და ოპოზიციის შემოტანილმა თემებმა არათუ დეპოლარიზაციას შეუქმნა წინაპირობა, არამედ პირიქით. ამათ რომ იგრძნეს, რომ ევროკავშირი მთლად ასე, ევროპარლამენტის იმ საშინელ რეზოლუციაზე დაყრდნობით კი არ იღებს გადაწყვეტილებებს, „ნაცმოძრაობის“, კუბილიუსის და იუკნევიჩიენეს კარნახით, არამედ აქ გადაწყვეტილების მიღებაში სერიოზული ხალხი, პოლიტიკური ლიდერები არიან ჩართული და „ნაცმოძრაობისთვის“, თუ საერთოდ რადიკალური ოპოზიციისთვის ეს იყო სერიოზული გაწბილება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რევოლუციური სცენარისთვის სხვადასხვა მიზეზი იპოვოს და დასავლეთის ესა თუ ის გადაწყვეტილება საზოგადოებას საკუთარი სპეკულაციური ვერსიით მიაწოდოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები