საზოგადოება

"სამი კითხვა მქონდა, სამივეზე პასუხი მივიღე... გასროლა ბაზის შიგნით მოხდა"- გიგა შენგელიას მამა

26.10.16 21:40


"კრწანისის" საწვრთნელი ბაზა დატოვა გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ. რომან შენგელია აცხადებს, რომ გასროლა ბაზის შიგნით მოხდა.

ლიკვიდირებულის მამის განცხადებით, გამოძიების პასუხს დაელოდება.

"დავათვალიერე ადგილი, სადაც შემთხვევა მოხდა. ვითარებაში გამარკვიეს. რაც კითხვებიც მქონდა, პასუხები მივიღე. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ და დაველოდები გამოძიების შედეგებს. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე მივიღე პასუხი"- აღნიშნა გარდაცვლილის მამ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30საათზე დაფიქსირდა.

რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. განხორციელებული სროლის შედეგად 23 წლის გიგა შენგელაია დაიღუპა.

ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვას გეგმავს. მამის ინფორმაციით გუშაგმა მის შვილს - სამხედრო საწვრთნელი ბაზის გარე პერიმეტრზე ესროლა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები