ანალიტიკა

მარგარიტა სიმონიანი ყოველდღე მოუწოდებს მშვიდობიანი უკრაინელების - ქალებისა და ბავშვების მოკვლას

19.07.22 18:40


44-დღიანი ომის დროს სომეხმა აგრესორებმა განჯასა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქების მშვიდობიან უბნებს რაკეტები დაუშინეს, რასაც ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ. ეს ქმედებები გამოწვეული იყო მრავალწლიანი პროპაგანდით, ისტორიული მითოლოგიით და სომხების ნაციონალისტური სიძულვილით თურქებისა და აზერბაიჯანელების მიმართ.

 

თუმცა „უძველესი მრავალტანჯული ეროვნების“ კრემლის პროპაგანდისტების კანიბალური სიძულვილი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ლოგიკას. რა დაუშავეს უკრაინელებმა სომხებს? საიდან ასეთი სიძულვილი? ბოლოს და ბოლოს, სომეხ ისტორიულ ფალსიფიკატორებსაც კი ჯერ არ მოუგონიათ  ამბავი უკრაინელების მითიურ „სომეხთა გენოციდში“ მონაწილეობის შესახებ.

 

მიუხედავად ამისა, სწორედ ეს პროპაგანდისტები ბოლო დროს პირდაპირ ახდენენ  სიძულვილის დემონსტრირებას და მოუწოდებენ მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის ფიზიკური განადგურებისაკენ. უფრო მეტიც, საკუთარი სიძულვილით ისინი ხანდახან ეწინააღმდეგებიან მათ ბოლოდროინდელ მოჩვენებით „ჰუმანიზმს“.

 

ასე  მარგარიტა სიმონიანმა 2022 წლის 5 მარტს, როდესაც კრემლის პროპაგანდა ჯერ კიდევ თვალთმაქცურად წარმოაჩენდა თავს "დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის დამცველებად" (დონბასის ქალაქ მარიუპოლს მის მოსახლეობასთან ერთად ანადგურებდა), გამოაქვეყნა პოსტი "პატრიოტული აზრებით" თავის  ტელეგრამ-არხზე შემდეგი შინაარსით:

 

”არ შემეძლო, სუფთა სინდისით ვმჯდარიყავი აქ თქვენს ეთერში და გამემართლებინა ის, რასაც ჩემი სამშობლო აკეთებს თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემი სამშობლო ბომბავს მშვიდობიან ქალაქებს. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ეს იქნება მოკვეთის წერტილი. მე მაინც ყოველთვის ჩემი სამშობლოს მხარეს დავიჭერდი, მაგრამ ხმამაღლა ვერ დავიცავ მას ეთერში, ამის უფლებას არც სინდისი, არც ჩემი რელიგია არ მომცემდა.

 

და იგივე მარგარიტა სიმონიანმა თავის ტელეგრამ-არხზე, მას შემდეგ, რაც რუსული რაკეტები ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ ვინიცას ცენტრში, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალებისა და ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოაქვეყნა პოსტი-რეპოსტი რუსი პირსისხლიანი შოვინისტის,  ეგორ ხოლმოგოროვისი პოსტისა. რომელიც სრულად ამართლებს ასეთ მკვლელობებს:

 

„მსოფლიოს 50%-ს ქალები შეადგენენ.

 

ბავშვები - დაახლოებით მეოთხედია.

 

თანამედროვე ომი - ეს მძიმე აფეთქებების, რომლებიც არ განასხვავებენ სწორსა და არასწორს.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომის მსხვერპლთა შორის ბავშვიანი ქალის არსებობის მაღალი  სტატისტიკური ალბათობაა. სინამდვილეში  ეს გარდაუვალია.

 

როდესაც უკრაინამ ომი დაიწყო, უკრაინის განურჩეველი ძალადობის სიმბოლო, "გორლოვსკაია მადონა", ორი თვის შემდეგ გამოჩნდა.

 

როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი (და ის დაიწყო უკრაინული დოკუმენტების მიხედვით 2014 წელს), უკრაინელებმა ასეთი სიმბოლო 8 წლის შემდეგ მიიღეს. ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტატისტიკის თვალსაზრისით თითქმის დაუჯერებელი რამ მოხდა - ზედიზედ მრავალი თვის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ურტყამდნენ ბავშვიან ქალებს. არ უტყამდნენ მაშინ, როდესაც უკრაინა, თავისი გაცილებით მცირე ზომის იარაღით, მათ მუდმივად ურტყამდა (მუდმივად - იმიტომ, რომ გამიზნულად უტყამდა). უკვე გვყავს ათეულობით „გორლოვსკაია მადონა“ - ლუგანსკი, დონეცკი, მარიუპოლი, კახოვი.

 

რა ზებუნებრივად ზუსტი უნდა იყო იმისათვის, რომ მხოლოდ ეხლა მიეცათ უკრაინელებს ღმუილის მიზეზი!

 

საგულისხმოა სხვათა შორის, რომ ისინი არ ღმუოდნენ და არ კანკალებდნენ მაშინ, როცა ადამიანები იღუპებოდნენ მარიუპოლში, ხარკოვში, მათ სავარაუდო მხარეზე - ეს მეორე ხარისხია. პირველი კლასი იწყება ვინიცას მიღმა და მჭიდროვდება ლვოვისკენ.

 

თქვენ უნდა შეინარჩუნოთ იგივე სტატისტიკურად წარმოუდგენელი სიზუსტე, მაგრამ ყმუილს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ცხადია, "ჰაიმარსების" წინააღმდეგ ერთადერთი სწრაფი საშუალებაა ყოველდღიური მტკივნეული ილეთის გამოყენება დარტყმების დიაპაზონის ზღვარზე.

 

ყველა უკრაინელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ჰაიმარსები რუსებს კი არ კლავენ, არამედ საკუთარ თავს, რომ მათი გამოყენებით დონბასის ქალაქებსა და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ზელენსკიმ სიკვდილი მიუსაჯა არა "სეპარებს", არამედ საკუთარ თავს და მის ოჯახს.

 

თუ ვის მხარესაა ეთიკა, ამას შემდეგი ფაქტები გვიჩვენებს : უკრაინა გამუდმებით ესვრის და აშინებს მის მიერ დატოვებულ ტერიტორიებს. რუსეთმა მარტში დატოვა კიევის, ჩერნიგოვის, სუმის რეგიონები. ამ ხნის განმავლობაში გსმენიათ ჩერნიგოვის, კონოტოპის, გოსტომელის, ყბადაღებული ბუჩას დაბომბვის შესახებ? არა. ჩვენ უბრალოდ წამოვედით. აუცილებლად დავბრუნდებით და ავიღებთ მაინც პუტივლს, მაგრამ ახლა წავედით. წასვლისთვის სამაგიეროს არ ვიხდით. უკრაინელები შურისძიებას იღებენ, ხოლო დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს განიხილავენ არა დეესკალაციის მიზეზად, არამედ მხოლოდ „მორალურ ფარად“ შემდგომი სისხლიანი თავდასხმებისთვის.

 

ვიმეორებ, ეს მხოლოდ მტკივნეული ილეთებით იკურნება.

 

ამიტომ ისინი ყოველდღე უნდა ჩატარდეს“.

 

ანუ ხოლმოგოროვი ყოველდღე მოუწოდებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას და ამას ხაზს უსვამს კიდეც და ამ მოწოდებას მარგარიტა სიმონიანი იმეორებს. ის ხოლმოგოროვთან ერთად (რომელსაც რუსი ნაციონალისტებიც კი გიჟ მანიაკად თვლიან) უბრალოდ ითხოვს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვას და ქალებისა და ბავშვების მოკვლას.

 

წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, თუნდაც ერთ თურქ ჟურნალისტს 1915 წელს რომ ეთქვა ან დაეწერა სომხების შესახებ, თუნდაც ისეთი რამ, რასაც ახლა მარგარიტა სიმონიანი ავრცელებს თავის ტელეგრამის არხზე უკრაინელების შესახებ? ან ერთმა თურქმა ჩინოვნიკმა მაინც თქვა მსგავსი რამ და მისი სიტყვები ჩაეწერათ? ახლა სომხური ნაციონალისტური პროპაგანდა მთელ მსოფლიოს ცხვირწინ აუფრიალებდა ამ სიტყვებს, როგორც „დაგეგმილი გენოციდის მტკიცებულებას“!

 

მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ერთ ჟურნალისტს არ დაუწერია  და არც ოსმალეთის იმპერიის არც ერთ პოლიტიკოსს არ უთქვამს მსგავსი რამ, არც უთქვამს და ვერც იტყოდა. იმიტომ, რომ არ ყოფილა სომხების „გენოციდი“ და ყველაფერი, რასაც ახლა სომხური პროპაგანდა ავრცელებს, არის 100% ფიქცია და ფალსიფიკაცია.

 

მაგრამ მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის გენოციდი რუსული სამხედრო მანქანის მიერ 2022 წლის 24 თებერვლიდან განხორციელდა.  ისეთი პროპაგანდისტები, როგორიც არის მარგარიტა სიმონიანი, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ამ დანაშაულზე.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები