საზოგადოება
27.10.16 16:10
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E60 ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა უკვე გამოცხადდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.
სამტრედია-გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება.
აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. პირველ, მეორე და მეოთხე მონაკვეთზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
აღნიშნული მონაკვეთი, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირკიაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.
პროექტის განხორციელების ვადები 2016-2018 წლებია.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 343
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24