ანალიტიკა

ბერძნები სომხეთში - დისკრიმინაციასა და ასიმილაციას შორის

25.07.22 12:00


თითქმის ყველა სომხურ ნაციონალისტურ გამოცემას ბოლო დროს მკვეთრად „შეუყვარდა“ საბერძნეთი და ბერძნები. შეუყვარდათ ერთი მარტივი მიზეზის გამო  - საბერძნეთი თურქეთთან დაპირისპირებაში „მოკავშირედ“ მოიაზრება. შემთხვევითი არ არის, რომ რაიმე გამწვავება საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე (უკანასკნელი იყო რამდენიმე დღის წინ) ერევნის სიხარულს იწვევს და სომეხ ნაციონალისტებს იმედს უსახავს, რომ ომი "ეს-ესაა" დაიწყება საბერძნეთსა და თურქეთს შორის.

 

სამწუხაროდ, თავად ბერძნებსაც ხშირ შემთხვევაში სჯერათ სომხური ნაციონალისტური ზღაპრებისა და ისინი ხშირად წამოეგებიან სომეხი პროვოკატორების ანტითურქულ წაქეზებაზე. თუმცა, ბერძნებისთვის კარგი იქნებოდა იმის ცოდნა თუ როგორ ექცევიან რეალურად მათ თანამემამულეებს სომხეთის რესპუბლიკაში. როგორ ექცევიან აქ ბერძნებს, როგორც „მეორე კლასის“ ადამიანებს, ამცირებენ, აიძულებენ უარი თქვან ბერძნულ იდენტობაზე და ან გახდნენ „სომეხი“ ან დატოვონ ქალაქები და სოფლები სადაც დაიბადნენ.

 

ამის შესახებ მასალა საკმაოდ ხმამაღალი სახელწოდებით „როგორ ქმნიდნენ სომხებს ბერძნებისგან“ თავის YouTube არხზე გამოაქვეყნა მკვიდრმა ბაქოელმა ალბერტ ისაკოვმა, რომელიც ცხოვრობდა როგორც ერევანში ასევე ისრაელში, ახლა კი კანადაში ცხოვრობს. ვიდეო მოიცავს ინტერვიუს ეთნიკურად ბერძენ სომეხთან, რომელსაც სურს ანონიმურობის შენარჩუნება:

 

 

სომხეთში მცხოვრებ ეთნიკურ ბერძენთა გამართული საუბრიდან შეგიძლიათ ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. კერძოდ ის, რომ ბერძნებს აიძულეს ასიმილირება, სომხური დაბოლოებით „-იან“ გვარების აღება. ამავე დროს, ერთი ოჯახის ძმებსა და დებს ხშირად აძლევდნენ სხვადასხვა სომხურ გვარებს. ეს გაკეთდა 1915 წელს დაღუპული სომხების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, რათა სომხური ნაციონალისტური მითი ე.წ. „გენოციდის“ შესახებ „უფრო დამაჯერებელი“ ყოფილიყო. ხალხს აშკარა სიცრუეს ახვევდნენ თავს, რომ მათი ახლობლები და ნათესავები თითქოს „თურქებმა დახოცეს“. ხოლო ისინი კი „სასწაულებრივად გადარჩნენ მრავალშვილიანი ოჯახიდან“, სადაც ყველა ამა და ამ გვარს ატარებდა.

 

ეს ბერძენი ასევე მოგვითხრობს, ყარაბაღის პირველი ომის დაწყების შემდეგ როგორ წავიდა სომხეთის ჯარში, სამსახურში და მიიღო სროლის ბრძანება მშვიდობიან აზერბაიჯანულ სოფლებში, მაგრამ არ შეასრულა მსგავსი  ბრძანებები, რისთვისაც იგი ჰაუპტვახტში ჩააგდეს, სადაც მას აწამებდნენ და ძალადობდნენ. ეს ბერძენი ბავშვობიდან სომხეთში გრძნობდა ერთი მხრივ  მუდმივ დისკრიმინაციას მისი ეროვნების გამო, მაგრამ მეორე მხრივ სომხური ნაციონალისტური საზოგადოება ცდილობდა „ის და სხვა ბერძნები სომხებად ექციათ“. 

 

დასკვნა ამ და სომხეთის სხვა ბერძნების ბედის შესახებ თავად ალბერტ ისაკოვმა გააკეთა: „ამ საზოგადოებას ის და მისი წინაპრები სჭირდებოდათ სომხური მოსახლეობის რაოდენობის შესავსებად. როგორც ქრისტიანული უმცირესობა, ისინი განიცდიდნენ ამ სახის დისკრიმინაციას. ესენი არიან მართლმადიდებელი ბერძნები და ასურელები, ისინი შეერივნენ  ამ "ქრისტიანულ" სომხურ უმრავლესობას, ძალიან სწრაფად მოხდა მათი ასიმილაცია. აგრესიული გარემო, სწორედ ენობრივი გარემო, ეს ერთეროვნული მონოქრომატული მონოფერადი და ერთფეროვანი გარემო – სწორედ ეს უწყობდა ამას ხელს. არ უნდა გამორჩეულიყავი ამ საზოგადოებაში“.

 

სასწაულით, ეზიდური და მოლოკანური თემები სომხეთში დღემდე ახერხებდნენ გადარჩენას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რელიგიურად ჩაკეტილნი არიან. თუმცა, ეს საზოგადოებებიც განიცდიან დისკრიმინაციას და დევნას სომხეთიდან. იეზიდებისთვის ძალიან რთულია სომხეთში ცხოვრება, ამის შესახებ ძალიან საინტერესო კომენტარი ალბერტ ისაკოვის ვიდეოს ქვეშ სომხური საზოგადოების ნაციონალიზმით უკიდურესად დაინფიცირების შესახებ ერთმა იეზიდმა ქალმა დატოვა:

 

„მე საქართველოდან ვარ… ჩემი მეუღლის ნათესავები სომხეთიდან არიან და როცა 90-იან წლებში სომხეთში წავედი, შოკირებული ვიყავი, როგორ ცხოვრობს იქ ჩვენი ხალხი. საბჭოთა პერიოდში საქართველოს იეზიდები ბევრად უკეთ ცხოვრობდნენ, ვიდრე სომხეთის იეზიდები. მთაში იყო სოფლები, სადაც 35 წელი წყალი არ იყო. სახლებში წვიმის წყლით სავსე  კასრები იდგა. ხანდახან სხვა სოფლებშიც ჩადიოდნენ წყლისთვის... ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებოდათ და ჰპირდებოდნენ წყლით უზრუნველყოფას...

 

მხოლოდ სომხური სკოლები მოქმედებდა... მე შევესწარი, როგორ ჩამოიყვანეს ყარაბაღიდან ახალგაზრდა ერთადერთი ვაჟი... აიძულეს სომეხი ჯარისკაცის ფორმა ჩაეცვა და კუბოზე სომხური დროშა დაადეს. მახსოვს ჩვენი ხალხი აღშფოთებული იყო, მაგრამ რა ვქნათ ... ..

 

ახლა უკვე დიდი ხანია საფრანგეთში ვცხოვრობ და ვხედავ, სომხები როგორ ამპარტავნულად იქცევიან. მათ ჰგონიათ, რომ ყველას მათი ვალი აქვს. ჩემს ქალაქში მცხოვრებ სომხებს სურდათ მიწის ყიდვა და გენოციდის ხსოვნისადმი მიძღვნილი მზა ქანდაკების დადგმა, მაგრამ ქალაქის მერიამ უარი თქვა... მათი სახეები და უკმაყოფილება უნდა გენახათ...

 

მართალია თბილისიდან ვარ და ადრე წარმოდგენა არ მქონდა იმაზე თუ როგორ განმესხვავებინა ადამიანები ეროვნების მიხედვით,  მაგრამ როცა ამ ეთნიკური ჯგუფის ქედმაღლობასა და ამპარტავნებას ვაწყდები, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ამათზე ცბიერი და მზაკვარი არავინაა..... არის ერთი სომეხი ქალი რუსეთიდან და გვარით, სადაც სიტყვა თურქულის ფუძე მეუბნება, რომ იეზიდები ხართ, როგორც ბოშები, თქვენი არაფერი გაგაჩნიათ... მეუბნება აქ საფრანგეთში, სადაც თითქმის ყველა სომეხი სასწაულებრივად თითქოს ყარაბაღიდანაა...“.

 

აქ საინტერესოა საფრანგეთში სომეხი ნაციონალისტების „წარმოშობის“ ურთიერთგამომრიცხავი ამბავი. ერთის მხრივ, ისინი ყველა ვითომ „ყარაბაღელთა შთამომავლები“ ​​არიან. მეორე მხრივ, „ოსმალეთის იმპერიაში 1915 წლის გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლები“. როგორ შეიძლება ამ ფაქტების დაკავშირება თუ 1915 წელს ყარაბაღი რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ყბადაღებული მითიური „გენოციდი“ იგივე ოსმალეთის იმპერიამ თავისი სურვილის მიუხედავად აქ ვერ მოაწყო – არ ხსნიან.

 

ასეა თუ ისე, უკიდურესი ნაციონალიზმითა და სხვა ხალხების უგულებელყოფით დაავადებული სომხეთის მონოეთნიკური საზოგადოება თავისთავად ამ სახელმწიფოს პრობლემაა. თანამედროვე სამყაროში, სადაც საზღვრები ბუნდოვანია და შეუძლებელია სხვადასხვა ერების ცხოვრება და განვითარება ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე, ისეთი „ნაციონალისტური ნაკრძალი“, რადაც სომხეთის რესპუბლიკა გადაიქცა, ამ საზოგადოების ჩამორჩენას და დეგრადაციას უწყობს ხელს.

 

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები