სარქისიანმა კვლავ ითავხედა

24.05.16 18:10


ანკარამ მკაცრად დაგმო სარქისიანის პასუხი თურქეთისადმი.

როგორც განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ კალინმა, ერდოღანმა ჩანაქკალეს ბრძოლის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის 24 აპრილს აღინიშნება, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერთან ერთად სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანიც მიიწვია, მაგრამ, ამ უკანასკნელმა დიპლომატიურ პრაქტიკაში მიუღებელი ისეთი შეურაცხმყოფელი სიტყვებით გასცა პასუხი ამ მიწვევას, რაც არ ეკადრება სახელმწიფო ლიდერს.

"ერდოღანმა ჯერ კიდევ 2005 წელს შესთავაზა ერევანს 1915 წლის სომხური გენოციდის ბრალდებასთან დაკავშირებით ისტორიკოსებისგან ერთობლივი საერთაშორისო კომისიის შექმნა, 2009 წელს ორი ქვეყნის ურთიერთობების მარეგულირებელ პროტოკოლსაც მოაწერეს ხელი, ხოლო გასული წლის 23 აპრილს ერდოღანმა სომხებს სამძიმარიც გამოუცხადათ, მაგრამ, ეს ყველაფერი უპასუხოდ დატოვა სომხეთმა. მოკლედ, ერევანი გაგებით არ უდგება ანკარის წინადადებებს, პირიქით აგრძელებს უსაფუძვლო პრეტენზიებით სპეკულირებას და არც ოკუპირებული მთიანი ყარაბაღიდან გადის, ამიტომაც სომხეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია", განაცხადა კალინმა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც მკაცრად დაგმო რა სარქისიანის პასუხი და მისი შეურაცხმყოფელი ტონი, მეზობელი სახელმწიფოს ლიდერისათვის შეუფერებელი ქმედება უწოდა მას.

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები