საზოგადოება

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება ამ ეტაპზე თავისუფლად ხორციელდება

27.10.16 18:35


სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე გადაადგილება ამ ეტაპზე თავისუფლად ხორციელდება. ამის შესახებ „კვირას“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები ქართული მხარის მხრიდან არ დაწესებულა. შეზღუდვები თურქულმა მხარემ დააწესა, რის მიზეზადაც ტექნიკური პრობლემები დასახელდა. არსებული ინფორმაციით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთში წამსვლელი მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

“დიდი შეფერხებებით მიმდინარეობდა გადაადგილება, ხოლო დღეს დილის 09:00 საათზე არამარტო სატვირთო, არამედ ფიზიკური პირების გადაადგილებაც შეიზღუდა.

როგორც გვითხრეს, მიზეზი სერვერების გათიშვა გახდა. ჩვენი მებაჟეები არიან მუდმივ კონტაქტში თურქ მებაჟეებთან. ისინი მუშაობენ ამ ტექნიკურ პრობლემაზე და იმედს გვაძლევენ, რომ მოკლე დროში მთლიანად აღმოიფხვრება პრობლემა “, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები