პოლიტიკა

ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს

27.10.16 19:10


"ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე პროკურატურას მიმართავს. ის საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებს შეისწავლოს ის ვიდეო მასალა, სადაც საარჩევნო უბანზე იკვეთება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის დანაშაული. ლევან ვარშალომიძემ მედიას ვიდეოც წარუდგინა. მისივე თქმით, ვიდეოში ჩანს თუ როგორც უღებს ფოტოს ან ვიდეოს ერთ-ერთი დამკვირვებელი საარჩევნო უბანში კაბინაში შესულ ამომრჩეველს კაბინის ზემო ნაწილიდან.

"8 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების, შეცდომების და რიგ შემთხვევებში დანაშაულის შემცველი ფაქტების შესწავლის შემდეგ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენიმე ათეული საჩივრით მიმართა ოლქს. დაფიქსირებული ფაქტები, ოლქმა შეაფასა, როგორც “პროცედურული დარღვევა” და სხვა რეაგირება ფაქტებს არ მოჰყოლია. ამასთან, მე და ჩემმა გუნდმა, გავასაჯაროეთ, არაერთი ვიდეო ფაილი, რომელიც არჩევნების დღეს უბნებზე განლაგებულმა კამერებმა გადაიღეს და კადრებში აღმოჩენილ იქნა, უამრავი დარღვევა, მანიპულაცია, გაყალბების ფაქტები და დანაშაულის შემცველი ქმედებები.

გასაჯაროებულ კადრებში, არსებობს რამოდენიმე ფაქტი, რომლითაც პროკურატურა, ჩვენი მიმართვის ან საჩივრის გარეშე უნდა დაინტერესებულიყო, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ვიდეო მასალებით მივმართოთ პროკურატურას, მოვითხოვოთ ამ ორგანოს დაინტერესება, რათა მოხდეს სამართლებრივი ზომების მიღება.

საჩივარში, რომელიც შეგვაქვს პროკურატურაში, გარდა ვიდეო კადრებისა, მოყვანილია ფაქტები, რომლის დოკუმენტური დამადასტურებელი მტკიცებულებები დედანის სახით ინახება ოლქში, რაზეც ჩვენ, პოლიტიკურ ორგანიზაციას ხელი არ მიგვიწვდება, თუმცა პროკურატურას აქვს უფლება გამოითხოვოს მასალები, შეისწავლოს იგი და მისცეს სამართლებრივი შეფასება", - აღნიშნა ლევან ვარშალომიძემ.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები