ანალიტიკა

რა მოხდა ბალკანეთში კოსოვოში 2022 წლის 1 აგვისტოს ღამეს და ანალოგიები სერბეთსა და სომხეთს შორის

03.08.22 11:00


1 აგვისტო მნიშვნელოვანი თარიღია. 1914 წლის ამ დღეს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. საყოველთაოდ ცნობილია ამ ომის მიზეზის პრეისტორიაც. ეს გახლავთ სერბი ტერორისტების მიერ  სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდის მკვლელობა. ასევე ცნობილია თუ რატომ აძლევდნენ "ამდენის უფლებას" სერბ ექსტრემისტებს ანტანტის ქვეყნები, მათ შორის მაშინდელი რუსეთის იმპერიაც. სერბეთზე უნდა გაევლო სტრატეგიულ მაგისტრალს - ბაღდადის რკინიგზას,  რაც გერმანიას ოსმალეთის იმპერიის გავლით ინდოეთის ოკეანეში პირდაპირ გასასვლელს მისცემდა, ეს კი სულაც  არ აწყობდა ბრიტანეთის იმპერიას. ბალკანეთის კონფლიქტი განიხილებოდა, როგორც ამ ჩანაფიქრის ჩაშლის გზა. შედეგად ეს კონფლიქტი გადაიზარდა მსოფლიო ომში.

 

მას შემდეგ რაც 31 ივლისს და 1 აგვისტოს ღამეს თვითგამოცხადებული კოსოვოს ეთნიკურად სერბებით დასახლებულ რაიონებში მოხდა ესკალაცია, ბევრი ალაპარაკდა თითქმის გარდაუვალ ომზე, რომელიც მათი თქმით შეიძლება გადაიზარდოს მსოფლიო ომში. მაგრამ სიტუაცია საოცრად სწრაფად განიმუხტა. კოსოვოს ხელისუფლებამ კოსოვოში მცხოვრები სერბებისგან სერბული ნომრების ხელახალი რეგისტრაცია ერთი თვით გადადო (რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა). სერბეთის ხელისუფლებამაც შეარბილა თავისი რიტორიკა. აშკარა გახდა, რომ ბალკანეთში „დიდი ომი“ არ იქნებოდა. უფრო მეტიც, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაში დიდი ალბათობით ის აქ პრინციპულად ვეღარ გაჩაღდებოდა.

 

სერბეთი, როგორც დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშე ან თუნდაც რომელიმე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძალის „მნიშვნელოვანი ვასალი“, დიდი ხანია აღარ არსებობს. სატრანზიტო ნაკადებმა დიდი ხანია გვერდი აუარა სერბეთს. სერბეთის ხელისუფლება „რუსეთთან მეგობრობის“ რიტორიკას მხოლოდ სიტყვით და „ინერციით“ იყენებს, სინამდვილეში კი ქვეყანა უკვე დიდი ხანია არა მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნებით არის გარშემორტყმული, არამედ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. საითაც სხვათა შორის თვითგამოცხადებული კოსოვოც მიილტვის. ალბანეთი და ჩერნოგორია, რომლებიც სერბეთს გამოეყო, უკვე ნატოს წევრები არიან. სხვათა შორის, პრაქტიკულად იგივე სერბებით დასახლებული ჩერნოგორია კოსოვოს "დამოუკიდებლობას" აღიარებს.

 

სერბეთსა და სომხეთს შორის აქ ბევრი ანალოგიაა. ერთიც და მეორეც სიტყვით რუსეთის "მოკავშირედ" ითვლება. მაგრამ აქაც და იქაც იყო პროდასავლური მეიდანი. ხელისუფლებაში წმინდა პროდასავლური პოლიტიკოსები არიან, იგივე „სოროსელები“ ალექსანდრ ვუჩიჩი და ნიკოლ ფაშინიანი შესაბამისად. უფრო მეტიც, სერბეთის პრემიერ-მინისტრი არის ლგბტ წარმომადგენელი, აშკარა ლესბოსელი, ანა ბრნაბიჩი. სომხეთში კი ლგბტ წარმომადგენლები მსგავს თანამდებობებზე მართალია  ჯერ არ დაუნიშნავთ, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ სომხეთის პარლამენტში უკვე სიტყვით გამოვიდა ტრანსგენდერი, ამ სფეროში ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა.

 

სერბებმა დიდი ხანია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს თავიანთი "რუსეთის მეგობარი" ექს-პრეზიდენტი - სლობოდან მილოშევიჩი, რომელიც "მაიდანმა" ჩამოაგდო, სადაც ის ციხეში გარდაიცვალა. ანალოგიურად ეს იგივეა, რომ სომხებმა რობერტ ქოჩარიანი, სერჟ სარგსიანი და აზერბაიჯანული მოსახლეობის გენოციდის სხვა ორგანიზატორები ყარაბაღში, კერძოდ კი ხოჯალიში აზერბაიჯანს გადასცენ გასასამართლებლად.

 

თუმცა, როგორც სომხეთისა და სერბეთის შემთხვევაში, რუსეთი იძულებულია განაგრძოს ვითომდა „ურღვევი მეგობრობისა და მოკავშირეობის“ თამაში. მართალია, სერბეთში პრაქტიკულად აღარ დარჩნენ კრემლის მომხრე რევანშისტები, რომლებიც რეალურად აცხადებენ პრეტენზიას ძალაუფლებაზე. ისინი ჯერ კიდევ არსებობენ სომხეთში (ყარაბაღის კლანიდან), მაგრამ ისინი სწრაფად მარგინალიზდებიან და რუსეთის მიერ ყარაბაღიდან სამშვიდობოების გაყვანის შემდეგ, სეპარატიზმის უკანასკნელი ცენტრების აღმოფხვრასთან ერთად, მათ საბოლოოდ ჩამოაშორებენ  პოლიტიკურ ასპარეზს. მაგრამ სერბეთსა და სომხეთს ერთი რამ აქვთ საერთო - რუსეთი დღეს მათთვის არ იბრძოლებს.

 

კოსოვოში მიმდინარე ესკალაცია აშკარად დადგმული სპექტაკლია. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი და კოსოვოს პრემიერ მინისტრი ალბინ კურტი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდნენ ვაშინგტონში. ამ შეხვედრაზე ვიოსა ოსმანიმ განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ევროპაში დესტაბილიზაციის შეტანას, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთში და ამ მხრივ, კოსოვოს სჭირდება აშშ-ს მხარდაჭერა. სწორედ შეერთებულმა შტატებმა, დიდი ალბათობით, 1 აგვისტოს ღამეს მისცა მითითებები კოსოვოს ხელისუფლებას სერბებისთვის დროებით დათმობის შესახებ.

 

სახეზეა გეოპოლიტიკური თამაში „ომის ზღვარზე“, სათანადო ომში თუნდაც ლოკალურში გადაზრდის გარეშე. მიზანია რუსეთის უუნარობის დემონსტრირება, როგორმე გავლენა მოახდინოს ბალკანეთის ვითარებაზე და პირიქით შეერთებული შტატების უნარის წარმოჩენა საკუთარი შეხედულებისამებრ „მოაგვაროს“ სიტუაცია. რუსეთის ფედერაცია აქ აღმოჩნდება მძევლად იმისა, რომ ათწლეულების მანძილზე თავს „სერბების ერთადერთ მოკავშირედ“ აცხადებდა.

 

მაგრამ დღეს მთელი თავისი სურვილის მიუხედავად  დაეხმაროს სერბებს, რუსეთს არ შეუძლია დახმარება. მით უმეტეს, სერბეთის ფაქტობრივად ,,პროდასავლური ხელისუფლების პირობებში. გარდა ამისა, მთელი ძირითადი რუსული სამხედრო ძალები გაჭედილია უკრაინის ომში და როგორ ძლიერადაც არ უნდა სურდეთ სომეხ ნაციონალისტებს და რევანშისტებს ყბადაღებული „არცახის“ გამო რუსეთი თურქეთს დაუპირისპირონ, რუსეთი ამას არ დათანხმდება.

 

მიუხედავად ამისა, სომეხმა ნაციონალისტებმა და სომხურმა ლობიმ რუსეთის ფედერაციაში მკვეთრად დაიკავეს „სერბების მხარე“. კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა "მესამე მსოფლიო ომის" ანონსირებაც კი დაიწყო. ხოლო მას შემდეგ, რაც სიტუაცია განიმუხტა მან დაწერა, რომ "მესამე მსოფლიო ომი გადაიდო ერთი თვით". თუ გავითვალისწინებთ, რომ იგივე მარგარიტა სიმონიანი „ფრონტის მეორე მხრიდან“ მებრძოლი და „ვაი-პატრიოტი“ პროვოკატორის როლს ასრულებს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. თამაშდება მორიგი კომბინაცია „რუსეთის დამცირებისა“ და მისი გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა ერთობლიობაში. ყაზახეთის შემთხვევაში, მარგარიტა სიმონიანმა და მისმა მეუღლემ ტიგრან კეოსაიანმა უკვე „ყველაფერი სცადეს“ თავიანთი პროვოკაციული განცხადებებით. ახლა სერბეთთან „ცდილობენ“ იგივეს.

 

 

Kavkazplus

წაკითხულია : 577


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები