პოლიტიკა

ცესკო „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელზე: არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ იცოდა, რომ მანდატები ასე გადანაწილდებოდა

27.10.16 19:35


ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ “პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი უსაფუძვლოა და შემაჯამებელი ოქმი კანონის სრული დაცვით შედგა.

მისი თქმით, კონსტიტუციაში არ წერია, რომ მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„როგორ და რა წესით უნდა განაწილდეს მანდატები, ეს წერია ორგანულ კანონში.

აღნიშნული თამაშის წესები ბევრად ადრე იყო დადგენილი, ვიდრე საარჩევნო პროცესი დაიწყებოდა. ყველა მონაწილე მხარემ იცოდა, რომ ასეთ შემთხვევაში მანდატები ასე გადანაწილდებოდა. ასე, რომ ვერავითარ პოლიტიკურ მოტივს ამაში მე ვერ ვხედავ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის“ სარჩელი განიხილა.

პარტია საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის იმ ნაწილის გაბათილებას მოითხოვს, რომლითაც პარტიებს მანდატები მიენიჭათ.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელითაც დარჩენილი 17 მანდატი გადანაწილდა, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, მანდატები ბარიერგადალახულ პარტიებზე თანაბრად უნდა გადანაწილებულიყო.

ცესკოს წინააღმდეგ ”პატრიოტთა ალიანსის” სარჩელზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები