პოლიტიკა

პარლამენტის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს

04.08.22 11:20


საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ და რატი იონათამიშვილმა მონაწილეობა მიიღეს USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციების „მაკ-ჯორჯიას“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში.

 

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მომსახურების მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების საქმიანობისა და მომსახურების სტანდარტი.

 

აღინიშნა, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ დაფუძნებული და მათ მიერ მართული ორგანიზაციაა, რომელიც შექმნილია შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის საჭირო მომსახურების განვითარების მიზნით.

 

აღნიშნულთან ერთად, ორგანიზაცია უზრუნველყოფს თემის ინტერესების დაცვას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შშმ პირთა თემის, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები