პოლიტიკა

საქართველოსთან ომი ნატო-რუსეთის კრიზისის საგანგაშო სიგნალი იყო - ალექსანდრ ვერშბოუ

27.10.16 20:00


ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა, ალექსანდრ ვერშბოუს თქმით, ნატო-ს არ სურდა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსება, თუმცა რუსეთმა ალიანსს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

„ჩვენ თანმიმდევრულად ვცდილობდით რუსეთთან ახლო პარტნიორული ურთიერთობები გვქონოდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს საკმაოდ წარმატებულადაც ხორციელდებოდა. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთის ჯარები ნატოსთან ერთად იყო ბოსნია-ჰერცოგოვინაში, შემდეგ კი კოსოვოშიც, არც ისე შორეულ 2012 წელს ჩვენ განვიხილავდით ერთობლივი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის საკითხს, რომელიც ჩვენ ხალხებს ევროპის საზღვრებს მიღმიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაიცავდა. თუმცა 2014 წელს , რუსეთმა დაიწყო რა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინა ყირიმის ანექსია, მთლიანად შეცვალა პარადიგმა. ასე, რომ ჩვენ ურთიერთობებშო კრიზისზე პირველ რიგში რუსეთია პასუხისმგებელი.“- განაცხადა ვერშბოუმ. კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა ამ კრიზისის წინასწარ განჭვრეტა, ვერშბოუმ განაცხადა, რომ ნატომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია მოსალოდნელი კრიზისის საგანგაშო სიგნალებს, ამის მაგალითად კი რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული აგრესია მოიყვანა:
"ჩვენ ვხედავდით საგანგაშო სიგნალებს, მაგრამ არ ვაძლევდით მათ სათანადო მნშვნელობას. ომი საქართველოსთან 2008 წელს, რუსეთის ჯარების უკანონო ყოფნა მოლდოვაში - ეს ყველაფერი მიანიშნებდა და მიანიშნებს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობას, მაგრამ ჩვენ წარმოსახვა არ გვეყო იმისთვის, რომ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების რეალური ანექსია წარმოგვედგინა."- განაცხადა ვერშბოუმ.

ალექსანდრ ვერშბოუ აცხადებს, რომ ნატო-ს არ სურდა აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსება, თუმცა რუსეთმა ალიანსს სხვა არჩევანი არ დაუტოვა.

ვერშბოუ მიიჩნევს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებამ რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სტაბილურობის სარტყელი შექმნა, თუმცა კრემლისთვის მომგებიანია ალიანსის მტრად წარმოჩენა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები