პოლიტიკა

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. მთავრობა მოსკოვში გრიგორი კარასინს შეხვდა

27.10.16 20:10


დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის, გაფორმებული ე.წ. მემორანდუმის საკითხზე, შიდა პოლიტიკის კოორდინაციის მექანიზმის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს.

ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესის“ იტყობინება.

სააგენტოს თანახმად, დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიანმა ელჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა აფხაზეთის შიდა პოლიტიკის შესახებ და ამ მხრივ „ორ სახელმწიფოს“ შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

როგორც სააგენტო წერს, ურთიერთანამშრომლობის მიზნით ინფორმაციის რეგულარულად გაცვლის პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

მოსკოვსა და სოხუმს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა და აფხაზეთის ოკუპაციური რეჟიმის მეთაურმა 2014 წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. დოკუმენტი საერთო სამხედრო სივრცის შექმნას, ფსოუზე საზღვრის გაუქმებას, ენგურზე ე.წ. საზღვრის გაძლიერებას, ასევე რუსეთის მიერ აფხაზეთში სხვადასხვა სფეროების დაფინანსებას ითვალისწინებს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები