პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია - ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე, მან რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა

05.08.22 15:00


„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის საგარეო მდივანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ კობახიძე რუსეთის არმიას მოუძღვის საქართველოში.

 

გეგელიას თქმით, უმრავლესობის ლიდერი მშვიდობიან ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თავად თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას და ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან.

 

„ირაკლი კობახიძე უკვე ოფიციალურად გახდა ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძე. ჯერ კიდევ მარტში და ახლა უკვე დღეს, კობახიძემ რუსებს საქართველოში შესაძლო შემოჭრის პირდაპირი საბაბი მისცა, როდესაც თქვა რომ საქართველოში რუსები ეთნიური ნიშნით იდევნებიან. ამაზე მეტი საბაბი რუსეთს არცერთი სამხედრო შეჭრის დროს არ დასჭირვებია. კობახიძემ გაიმეორა და გაამყარა სწორედ ის რიტორიკა, რომელსაც კრემლი 2008 წელს საქართველოში და 2022 წელს უკრაინაში შეჭრის წინ იყენებდა არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის გასამართლებლად. კობახიძის დანაშაული ორმაგად მძიმეა, რადგან მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. ეს არც უნებლიე შეცდომაა და არც საკითხის გაუაზრებლობა. ეს არის კრემლის სცენარის გააზრებული გატარება "ქართული ოცნების" ხელით. "ქართული ოცნება" თავისი პარტიულ-პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ომის სურვილში ადანაშაულებს, სინამდვილეში კი თვითონ თესავს სამოქალაქო შუღლს, აღრმავებს პოლარიზაციას, ადამიანებს აპირისპირებს ერთმანეთთან და ახლა უკვე რუსეთის არმიას მოუძღვის. ამ ყველაფრისთვის "ქართული ოცნება" უმძიმეს ფასს გადაიხდის“, - განაცხადა გეგელიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ.

 

„დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს“, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 343


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები