პოლიტიკა
05.08.22 17:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა გამართა.
სხდომის მონაწილეებმა მოახდინეს იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც, მათი აზრით, სასამართლო სისტემის გამოწვევებს წარმოადგენს.
კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სხდომაზე 30-ზე მეტი საკითხის იდენტიფიცირება მოხდა და მათზე მსჯელობა მომდევნო შეხვედრაზე დაიწყება, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართება.
„ჩვენ ყველას მივეცით შესაძლებლობა გამოეთქვა აზრი, რაში ხედავენ ისინი გამოწვევას და როგორია მათი ხედვა ამ საკითხის გადაჭრის. ჩვენ შევადგინოთ გარკვეული საკითხების ნუსხა, სადაც კონკრეტული პირები სვამენ, მაგალითად, საკითხს: სასამართლოს გადატვირთულობასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით, საპროცესო ვადების დაცვასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვასთან დაკავშირებით და დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს 30 საკითხზე მეტი გამოიკვეთა და რამდენად არის ეს საკითხები პრობლემა, ამას ჭირდება დასაბუთება, ახსნა და მტკიცებულებებით გამყარება. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ერთკვირიანი გონივრული ვადა, რათა ყველამ შეძლოს მათ მიერ დაყენებული საკითხების დასაბუთების წარმოდგენა. ჩვენ, ამას ყველაფერს, შევაგროვებთ და 15 აგვისტოს, შემდეგ შეხვედრაზე, უკვე დეტალურად მოვუსმენთ თითოეული საკითხის ავტორს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) წარმომადგენლები.
საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები.
გეგმის თანახმად, კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 21 დეკემბრისა. კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე დასკვნისთვის გაეგზავნება ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით შეიქმნა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24
-
10:4217.04.24
-
რუსეთი ირანს რაშტ-ასტარას რკინიგზის საკითხთან დაკავშირებით აჩქარებს
23:4316.04.24
-
18:0016.04.24
-
17:2516.04.24
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა
17:0016.04.24
-
16:2516.04.24
-
გიორგი ბოტკოველი - რუსული კანონი ხელს უშლის ბევრი აქტიური პროგრამის საქმიანობას
15:5016.04.24
-
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს
15:1516.04.24
-
14:5016.04.24