პოლიტიკა
05.08.22 18:00
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას და ამბობს, რომ რუსეთთან დაკავშირებით ქსენოფობიაზე საუბარი, მხოლოდ მაამებლობა და შინაარსს მოკლებული ოქსიმორონია.
უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა ყველაზე ბნელი და ფობიებით დატენილია იმ მთავრობებს შორის, ვინც კი საქართველოს ჰყოლია. მისი თქმით, „ოცნება“ ქვეყანას მხოლოდ შიშების წახალისებით მართავს, რაც ძალიან სახიფათოა.
„ქსენოფობია არის ეროვნული ნიშნით არამოტივირებული ზიზღი. მაგალითად, როცა თეა წულუკიანი კნინობითად მოიხსენიებდა ეგვიპტელებს, ირანელებს, ჩინელებს და მათ სავიზო რეჟიმი დაუწესა, ეს ქსენოფობია იყო. მაგალითად, “გარეჯი საქართველოას” პროვოკაციული წინასაარჩევნო კამპანიის შედეგად ანტიაზერბაიჯანული განცხადებები, ქსენოფობიაა.
მაგრამ ქვეყანა, რომელსაც დაპყრობილი აქვს შენი ტერიტორიების 20%, დარბეული და აოხრებული ჰყავს ასობით ათასი შენი მოქალქე, დახოცილი და გაუპატიურებული ჰყავს შენი თანამოქალქეები, ეს ქვეყანა არის შენი მტერი, რომელთანაც ბრძოლაში ყალიბდება შენი ეროვნული იდენტობა. დიახ, ბოლო ორი საუკუნეა ასეა, ჩვენი ეროვნულობა თავის თავში მოიცავს ანტირუსობას.
ცხადია, ეს ჯერ არ ნიშნავს შენს ევროპულობას, მინიმუმ მანამ, სანამ რუსულ მთავრობას ვირჩევთ, მაგრამ ევროპული ერი გავხდებით მაშინ, როცა მტრულ რუსულ მთავრობას არჩევნებითვე გავუშვებთ“, – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ქსენოფობია უცხოს მიმართ შიშს ნიშნავს და თუ რამე არაა ქართველებისთვის უცხო, ეს რუსების ველურობაა.
„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში“, — ეს განცხადება 5 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებს, მათ კუთვნილ მედიასაშაულებებს, მათთან დაკავშირებულ კომერციულ სუბიექტებსა და რამდენიმე ყველაზე მდიდარ NGO-ს მარტის დასაწყისში „გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“ და ახლა იგივე შემადგენლობა ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღის აგორებას ცდილობს.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნის უკანაც საქართველოს კონფლიქტში ჩართვა დგას.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 316
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24