პოლიტიკა

გია ვოლსკი: ცესკო-ს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული 

08.08.22 11:20


„იმის გამო, რომ გიორგი კალანდარიშვილს რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და არ უნდა იქნეს წარმოდგენილი მისი კანდიდატურა განსახილველად, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

ადამიანურადაც და პროფესიონალურადაც არასწორია”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მან ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი კალანდარიშვილი არ წარადგინა.

 

“ადამიანმა, რომელმაც იშრომა, რომელმაც გამოავლინა მაღალი დონე პროფესიონალიზმის, მისი ხელმძღვანელობით მთელმა გუნდმა, ეს უნდა იყოს კრიტერიუმი შეფასების და ეს უნდა იყოს კრიტერიუმი იმ გადაწყვეტილების, რატომ და ვინ უნდა წარმოადგინოს განსახილველად. ხოლო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავის თავზე თვითონ მეტყველებს.

გამოდის, რომ ვინც წარმოადგინა კანდიდატურა, იმას უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი, ვალდებულება აქვს ასეთი, თუ მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რა ესიამოვნება რადიკალურ ოპოზიციას. აი ამ შეკითხვას მე მგონი რომ ვერ პასუხობს ის განმარტება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა.​ ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ. თუმცა ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ამაზე წინასწარი განცხადების გაკეთება არ არის მართებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები