პოლიტიკა
08.08.22 15:40
დღეს პატივს მივაგებთ გმირების ხსოვნას, ამ ბიჭების გმირობა არის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს დღე დადგება, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„აგვისტოს ომი ჩვენი უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულია, მაგრამ ამავდროულად ეს არის დღეები, რომლებიც სავსეა გმირობით, სამშობლოსთვის თავდადების, ერთმანეთისთვის თავის გაწირვის მაგალითებით და ეს გმირები სწორედ ამ სასაფლაოზე განისვენებენ. დღეს პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ამ ბიჭების გმირობა არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ეს დღე დადგება, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამასთან, სოზარ სუბარის თქმით, ომი არ დაწყებულა არც 7 და არც 8 აგვისტოს. სუბარის განცხადებით, ომი დაიწყო რამდენიმე წლით ადრე და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
„ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს მშვიდობიანი გზით, ჩვენს ძმებთან და დებთან, ოსებთან და აფხაზებთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზით. რაც შეეხება კონკრეტულად აგვისტოს ომს, უშუალოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყო 7 აგვისტოს, როცა შემოვიდა რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა სამწუხაროდ, მაშინდელი მთავრობის ძალიან არასწორი გადაწყვეტილებები გვაქვს. კონკრეტულად გეტყვით. პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებაში, რომელიც გამოიცა 9 აგვისტოს, პირდაპირ წერია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდნენ რუსეთის ფედერაციის ძალები საქართველოში. ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 2008-2012 წლებში 8 აგვისტოს ხდებოდა ომის დაწყების თარიღის აღნიშვნა. სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა თარიღი 08.08.08. 8 აგვისტო არის ის თარიღი, როდესაც დაღუპული გმირების მშობლები ამოდიან სასაფლაოზე. ჩვენ არ ჩაგვითვლია, რომ ეს ტრადიცია გადახედილიყო. ამ ტრადიციას მივყვებით დღესაც და კარგი იქნებოდა, თავის დროზე პრეზიდენტს 8 აგვისტო კი არ ჩაეწერა ბრძანებულებაში, არამედ 7 აგვისტო.
მეორე საკითხი არის 2008 წლის 2 ოქტომბრის სტრასბურგის რეზოლუცია, სადაც ქართულმა მხარემ და მაშინდელმა პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს. წერია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა დაიწყო, ანუ იქ საერთოდ არ წერია, რომ რუსეთი შემოიჭრა 8 აგვისტოს, შემოიჭრა 7 აგვისტოს. ჩვენ რომ ახლა 7 აგვისტოზე ვლაპარაკობთ, ეს რაღაცნაირად ამ ქმედების გამართლებაც იქნება, ამიტომ ტრადიცია რაც არის, იმას მივყვებით. კიდევ ერთი, რის გამოც ასე ისტერიულად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ გადაიხედოს ის ტრადიცია, რომელიც დაამკვიდრა 2008 წელს, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვერ ამოდიან და თვალებში ვერ უყურებენ მშობლებს, რომლებიც სწორედ 8 აგვისტოს ამოდიან აქ. ისინი მოიპარებიან აქ 7 აგვისტოს, რომ მშობლებს თვალებში ვერ ჩახედონ. იმ მშობლებს, რომელთა შვილები დატოვეს და რომ არ ყოფილიყო საქართველოს პატრიარქი, რომ არ ყოფილიყო თომარ ჰამერბერგი, მათი გამოსვენება ვერ მოხდებოდა და არც არავინ ზრუნავდა მათ გამოსვენებაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 307
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24