პოლიტიკა
08.08.22 17:20
ეს არის საერთო პასუხიმგებლობა და არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის პასუხიმგებლობა. ეს ეხება ოპოზიციასაც. მესმის რომ ზოგჯეერ რთულია და ჩემს ქვეყანაშიც არ არის მარტივი. ლიეტუვაში გვაქვს პოლარიზაცია გარკვეულ საკითხებზე, პოლიტიკური კონკურენციაც არის და პოლიტიკური შეჯიბრიც პოლიტიკურ პარტიებს შორის, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე და პრიორიტეტებზე, მაშინ ჩვენ ვართ ყოველთვის ერთიანი, - ამის შესახებ გიტანას ნაუსედამ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. ლიეტუვის პრეზიდენტმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მუშაობის მაგალითიც მოიყვანა.
„შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო რუსეთიდან მომავალი საფრთხეები მზარდია. დიახ, ლიეტუვა ნატოს წევრია, ალიანსი გვიცავს, გვავქვს მეხუთე მუხლის იმედი, მაგრამ ქვეყანამ უნდა იზრუნოს თავდაცვაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე. ნატოს წევრობის მიუხედავად, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის დასაცავად. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია თავდაცვის ხარჯების გაზრდა. 2,5%-მდე გავზარდეთ და ეს იყო კონსენსუსის შედეგი. სკეპტიკურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმაც კი გაანალიზეს, რომ ეს საჭირო იყო და არ იყო ის საკითხი,რომელზეც პოლიტიკური უთანხმოება უნდა მოჰყოლოდა. ჩვენი გამოცდილება სასარგელო უნდა იყოს საქართველოსთვისაც.
თუ ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრობთ და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ამოცანა, მაშინ შეთანხმება უნდა შეძლოთ. ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე, ხალხი დაიწყებს პოლიტიკოსების ნდობას და მათ დაჯერებას. ისინი ირწმუნებენ, რომ პოლიტიკოსები ემსახურებიან ქვეყანას და ეს არის დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი- პოლიტიკოსები ემსახურებოდნენ ქვეყანას და არა ქვეყანა ემსახურებოდეს პოლიტიკოსებს“, - განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას მაყურებელი „ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში, 20:00 საათზე ნახავს.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 298
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23