პოლიტიკა
08.08.22 17:40
ხელისუფლების მიზანია, პუტინისტური პროპაგანდისას ყველაფერი თავდაყირა იყოს, ახლა მხოლოდ ეს "მესიჯი" აინტერესებთ - ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენს შვილებს დაბომბავდნენო და ამ უსინდისო ტყუილს ამბობენ, როცა რეალურად პირიქით არის ყველაფერი გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას სიმართლით ვუპასუხოთ.
„რაც აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში მოხდა, თუნდაც 2008 წელს რომ შევადაროთ, განსხვავებულია სისასტიკისა და მსხვერპლის მასშტაბი. მაშინ არც ნატოს საკითხი იდგა, არც ევროკავშირის, არავინ არ იყო, საბჭოთა კავშირი დაინგრა და რუსეთი დასუსტებული იყო, მაგრამ საქართველო იმ არასწორ მხარეს მოხვდა, რაც ნანგრევების მტვრით წარმოიშვა. ეს უნდა იცოდეს საქართველოს ყველა მოქალაქემ. ამ ტყუილს ემსახურება, რომ 14 წლის წინ დაიკარგა აფხაზეთიო, თითქოს მანამდე ყველაფერი კარგად იყო. ეს კაცი გამოდის, რომ საბჭოთა კავშირის აპოლოგეტია, პირდაპირ იძახის, რომ კარგი და ჩვენი იყო.
ამით ხალხს ეუბნება, რომ ჩვენ ჩვენი სახელმწიფო არ უნდა გვქონდეს. აფხაზეთი ჩვენი იყო, რას ნიშნავს, ჩვენი სახელმწიფო არ არსებობდა და როცა მოვინდომეთ, მაშინ ამის გამო დაგვსაჯეს. ღარიბაშვილს უნდა, რომ ისევ მაგ დღეში ვიყოთ. როცა სახელმწიფო არ გაქვს, მაშინ არის სისხლისღვრა და მსხვერპლი უფრო დიდი და ნუ ატყუებენ ხალხს. შეხედონ კადიროვს, დაღესტანში რა ხდება, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში, ანუ მაშინ, როცა ბოროტებას უთმობ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ღარიბაშვილი აღნიშნავს: „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული”.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24