პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება

09.08.22 12:00


ჩვენი მიზანია ანტიკორუფციული მიმართულებით კონცეფციის კონსოლიდირებული ვერსიის მომზადება და ასევე ანტიკორუფციული მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ასევე, შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები, სადაც, შესაძლებელია, რომ ჩვენ ვხედავდეთ გამოწვევას და ამ გამოწვევის გადაჭრა თუ გადის საკანონმდებლო ცვლილებაზე, ამისთვის მზად ვართ, რომ ვიმუშაოთ. დაველოდებით რა პოზიცია ექნებათ ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან“, - აღნიშნავს ოხანაშვილი.

 

საკანონმდებლო ორგანო ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობას განაგრძობს. დღეს სამუშაო ჯგუფი მორიგ შეხვედრას ანტიკორუფციულ საკითხებზე გამართავს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები