პოლიტიკა

ოხანაშვილი პოდოლიაკის განცხადებაზე – საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები

09.08.22 14:40


ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები, – ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

 

„ის ხალხი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, ასეთი განცხადებები მხოლოდ ამ კომენტარით უნდა შემოიფარგლოს,“ – განაცხადა ანრი  ოხანაშვილმა.

 

კითხვაზე, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ უკრაინულმა მხარემ წარმოადგინოს მტკიცებულება, რითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ოხანაშვილი აცხადებს, რომ შეკითხვას უკვე უპასუხა და მისი პასუხი ჟურნალისტებს შეუძლიათ მიიღონ პასუხად ან არ მიიღონ.

 

„მე გიპასუხეთ, თქვენ პასუხი არ გაინტერესებთ, პარტიული ტელევიზიები არ ხართ ორიენტირებული პასუხების მოსმენაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა. მედიის წარმომადგენლის საპასუხო რეპლიკაზე, რომ ჟურნალისტებს აქვთ დამატებითი კითხვები და აქვთ უფლება ეს კითხვები დასვან, ოხანაშვილმა ჟურნალისტს მიმართა: „ხმას ნუ უწევთ, ტონი გაასწორეთ. ჩემგან პასუხი მოისმინეთ, თქვენ პასუხის მოსმენის ინტერესი არ გაქვთ, წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ. ფორმალურად სვამთ შეკითხვას და პასუხის მოსმენის და მიღების ინტერესი არ გაქვთ,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა. პოდოლიაკი: საქართველომ უნდა აირჩიოს, მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას.

 

 

 

 

წყარო :  /www.ipress.ge/

 

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები