საზოგადოება

ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო ლექციას გამართავს

27.10.16 21:20


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა შაბათს ლექციას გამართავს თემაზე „მდიდარი პროფესიული ცხოვრება“.

ლექცია თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდება, რომელზეც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც ამ თანამდებობაზე 2016 წლის ივნისის დასაწყისში დაინიშნა, განსაკუთრებული აქტიურობითა და განათლების სისტემის რეფორმირებისადმი ახალი დამოკიდებულებით ყურადღების მიპყრობა მოასწრო.

მინისტრობამდე ჯეჯელავა კერძო სექტორში მუშაობდა, ასევე კითხულობდა ლექციებს საქართველოში აქტუალურ თემებზე. ეს ლექციები სოციალურ ქსელებში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ის ასევე ცნობილია, როგორც საგანმანათლებლო სფეროში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებთან მებრძოლი. მაგალითად, ჯეჯელავა მომხრეა, რომ სკოლის მოსწავლეებს, გაკვეთილების შემდეგ, გართობისა და გუნდური მუშაობისთვის დრო ჰქონდეთ. ალექსანდრე ჯეჯელავა ასევე მიიჩნევს, რომ მძიმე სახელმძღვანელოების გამო ბავშვებს სასკოლო ჩანთების ტარება არ შეუძლიათ. განათლების სამინისტრო ჯანდაცვის უწყებასთან ერთად ამ პრობლემის გადაჭრას უკვე შეუდგა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები