ხაფანგი-2008 და ხაფანგი-2022 რუსეთისთვის

09.08.22 23:30


გეოპოლიტიკაში მტრის ხაფანგში შეტყუება დროებით „უკან დახევის“, „მსხვერპლშეწირვის“ და „დათმობების“ საშუალებით, მისთვის „სატყუარას აღების“ შესაძლებლობის მიცემა, საკმაოდ გავრცელებული ტექნიკაა. ვისაც „მსხვერპლის“ ან „სატყუარას“ როლი შეხვდება, იმისი ნამდვილად არ უნდა შეგშურდეს.

 

 ასე მაგალითად, 1938 წელს დასავლელმა „მოკავშირეებმა“ ჯერ  ჩეხოსლოვაკია, ხოლო მომდევნო წელს პოლონეთი შესწირეს ნაცისტურ გერმანიას, რომელიც ასეთმა „იოლმა გამარჯვებებმა“ საბოლოოდ სსრკ-ს წინააღმდეგ ომში იგი კატასტროფამდე მიიყვანა. შედეგად რა თქმა უნდა, ჩეხოსლოვაკიამაც და პოლონეთმაც აღადგინეს სახელმწიფოებრიობა და გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდნენ. მაგრამ ჭკვიანმა ჩეხებმა და პოლონელებმა კარგად იციან მათი გამოყენების შესაძლებლობები (თუმცა ისინი ტაქტიანად ცდილობენ კიდევ ერთხელ არ შეახსენონ ეს "მოკავშირეებს").

 

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 14 წლის შემდეგ, როდესაც ვხედავთ თუ როგორ ჩაეფლო სეპარატიზმის მხარდაჭერის სახელით  ამჟამად უკრაინაში რუსული სამხედრო მანქანა, რომელიც შთაგონებულია წარსულში „იოლი გამარჯვებებით“, ისევ ჩნდება აზრი, რომ ისტორია მეორდება. სავსებით შესაძლებელია, რომ იმ დროს კრემლი განზრახ „ხაფანგში შეიტყუეს“. სამწუხაროდ  საქართველოს მისი მოქალაქეების, მისი მოსახლეობის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე.

 

შეიძლება  100%-ით ვიყოთ დარწმუნებული, რომ რუსეთი არასოდეს დათანხმდებოდა ყირიმის ანექსიას ან დონბასში სეპარატიზმის გაჩაღებას და ბოლოს და ბოლოს  უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას თუ მსოფლიო კრემლის წინააღმდეგ ადეკვატურად რეაგირებას მოახდენდნენ საქართველოში შეჭრისთანავე. სანქციები მაინც რომ დაეწესებინათ იმავე მოცულობით, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის შემდეგ.  იგივე დასავლეთს დაჟინებით რომ მოეთხოვა, რომ რუსეთის ფედერაციას გამოეყვანა თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და ცალმხრივად არ ეღიარებინა სეპარატისტთა „დამოუკიდებლობა“ მაშინ უკრაინაში ომი არ იქნებოდა.

 

მსგავსი არაფერი გაკეთებულა. შედეგად კრემლმა დაინახა, რომ აგრესიას  მცირე მსხვერპლი მოჰყვა, ერთი მხრივ მსოფლიო საზოგადოების არაფრისმთქმელი „საქციელის გმობა“, მეორე მხრივ, უპრეცედენტო „ურა პატრიოტული აღზევება“. გარდა ამისა, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, კრემლს უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწია ხელისუფლებამ, მოტყუებულმა იმპერიულ-შოვინისტური პროპაგანდის, მოსახლეობის მხრიდან, რომლისთვისაც პრინციპში ისტორიული სიმართლე არ იყო მნიშვნელოვანი. უმეტესწილად, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ რით განსხვავდებიან ოსები და აფხაზები ქართველებისგან და რა აქვთ მათ საერთო.

 

რუსი "ობივატელი" თვლიდა, რომ მისი ქვეყანა "მაგარია", "ყველას ეშინია მისი" და ყურადღებას აღარ აქცევდა კორუფციას და სპეცსამსახურების მხრიდან ძალმორეობას, ადამიანის უფლებების დარღვევას, ეკონომიკურ პრობლემებს და უსამართლობას და ა.შ.. რუსეთის ფედერაციის "ობივატელი" ამართლებდა ქართველების, რუსებთან კულტურულადაც და სულიერადაც ძალიან ახლობელი ხალხის წარმომადგენლების მკვლელობას. აქ თავისი როლი ითამაშა სომხური ლობის მიერ რუსეთის ფედერაციაში გავრცელებულმა მრავალწლიანმა ანტიქართულმა პროპაგანდამ და ქართველოფობიამ.

 

6 წელიც არ გასულა და კრემლმა „გაიმეორა“ უმეტესობა იმ გამოცდილებათაგან რაც „შეიძინა“ 2014 წელს ყირიმსა და დონბასში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის დროს. მაგრამ აქ ის კიდევ უფრო შორს წავიდა. სეპარატისტული მარიონეტების „დამოუკიდებლობის“ აღიარებით შეზღუდვის ნაცვლად, მოხდა ყირიმის, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ანექსია.  დონბასში უკრაინის წინააღმდეგ სეპარატისტულ ომში რუსებმა ფაქტობრივად იარაღი საკუთარ ძმებზე ასწიეს. მაგრამ ესეც კი „ნეოიმპერიალისტური“ პროპაგანდით გაბრიყვებულმა რუსმა "ობივატელმა" "მქუხარე ტაშით" მიიღო.  თუ მან კრემლის ხელისუფლებას რაიმე უსაყვედურა, ეს მხოლოდ "გადაწყვეტილების მიღებაში" არასაკმარისი სიმტკიცეა.

 

ის, რომ დონბასის მოსახლეობის გადასარჩენად „გადაწყვეტილების მისაღებად სიმტკიცე“ არის საჭირო, რუს "ობივატელს" პროპაგანდა თითქმის 8 წელია ამუშავებს.  განსაკუთრებით მცდელობას არ აკლებდნენ  "უძველესი ეროვნების" პროპაგანდისტები. მას შემდეგ, რაც კრემლის მთავარმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ტირილით გამოაცხადა ოკუპირებულ დონეცკში „დედა რუსეთო, დაიბრუნე დონბასი შენს წიაღში“, აშკარა გახდა, რომ „დიდი ომი“ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის თითქმის გარდაუვალი იყო.  ეს დაიწყო 2022 წლის თებერვალში იმავე საბაბით რაც გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტთა მხარდაჭერა.

 

საინტერესოა, რომ 2008 წელს საფრანგეთი, იმდროინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სახით მოქმედებდა, როგორც „შუამავალი“ და „მშვიდობისმყოფელი“, რომელმაც რეალურად მოახდინა საქართველოში რუსეთის ტერიტორიების მიტაცების ლეგიტიმაცია. ეს გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი არის სწორედ იმ "უძველესი ხალხის" მთავარი მფარველი, რომლის ლობიმ რუსეთის ფედერაცია სეპარატიზმის მხარდამჭერ ავანტიურაში ჩაითრია. დღეს საფრანგეთმაც სცადა მსგავსი როლის შესრულება, მაგრამ კიევში ჯერჯერობით მას ყურს არ უგდებენ.

 

თუმცა, იმის ალბათობა დიდია, რომ უკრაინა გახდება შემდეგი ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც სამსხვერპლოზე იქნება მიტანილი. უკრაინა 2022 წელს, ისევე როგორც საქართველო 2008 წელს, შესაძლოა შეეწიროს გლობალური ძალების „შორსმიმავალი“ გეგმებს, რათა აგრესორი მხოლოდ მათთვის აშკარა ავანტიურაში „შეიტყუონ“. მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ „ხაფანგი“ ახლო მომავალში „ჩაიკეტება“ თუ კრემლი უკრაინაში სამარცხვინო მარცხს განიცდის, რისკენაც ის თანმიმდევრულად მიდიოდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიის შემდეგ.

 

 

გიორგი მაზნიაშვილი

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები