პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ის ვერ გაურკვევიათ, მათი წარმომადგენელი ვინ მიდის და ვინ მოდის პოლიტიკაში - დიდი გაურკვევლობა აქვთ

11.08.22 11:00


ის ვერ გაურკვევიათ, მათი წარმომადგენელი, ვინ მიდის პოლიტიკიდან და ვინ მოდის პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა.

 

„როდესაც, ერთი პარტიის შიგნით იმას ვერ არკვევენ, სააკაშვილი პოლიტიკიდან მიდის თუ რჩება, ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაზე უარს ამბობს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს.

 

 


წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები