საზოგადოება

სროლა ბახტრიონზე – ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

28.10.16 15:05


გუშინ, გვიან ღამით ბახტრიონის ქუჩაზე, ორი დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც „კვირას“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, კლინიკაში ორივე ახლაგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

ერთ-ერთს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს მუხლის არეში.

ღამით საათებში ორივე პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარდა. ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული, ოპერაციის შემდგომი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 424


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები