პოლიტიკა

საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ - მიხაილო პოდოლიაკი

11.08.22 11:40


უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ტონი უნდა შეცვალონ, როდესაც უკრაინაზე საუბრობენ. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები აღმოჩნდებიან.

 

„ყველამ იცის, რაც უკრაინაში ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, ვერავინ შეძლებს ჩვენ გაკიცხვას და ვერავინ იტყვის, რომ რაღაც არ გვესმის. საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ. ეს მათი რეპუტაციისთვის კარგი იქნება. სუბიექტები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე გენოციდს ამართლებენ, თავად გასამართლდებიან საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, სასურველი იქნება, რომ ეს ადამიანები თავიანთ რეპუტაციასა და მომავალზე დაფიქრდნენ და არ აღმოჩნდნენ საერთაშორისო საზოგადოებისგან გარიყულები.

 

ადამიანს შეუძლია, ფული გამოიმუშაოს თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია, შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო, შენც გიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა, მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ, ბევრი ფული აქვთ, ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკური პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ, საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს, უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ, სამწუხაროდ საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის, აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები