პოლიტიკა
12.08.22 12:20
„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, „ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ოცნებამ“ პროდასავლური ამომრჩეველი დაკარგა.
პარტია „ლელოს“ ლიდერი 4 დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს და ამბობს, რომ ამით ისინი საკუთარ რეპუტაციას ანულებენ.
„ეს წერილი არის თავდასხმა აშშ-ზე. ეს არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, რასაც ესენი აკეთებენ. ივანიშვილმა აირჩია პირდაპირ ღია ანტიამერიკული რიტორიკა. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად იცის, რომ მან დაკარგა პროდასავლური ამომრჩეველი. მათ დაინახეს, დაკარგეს პროდასავლური ელექტორატი და ახლა ისინი ნადირობენ - ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ ელექტორატზე. ეს ადამიანები მზად არიან, თავისი რეპუტაცია გაანულონ.
ეს არის ზურაბ ჯაფარიძის ხედვა, რომელიც გამოიტანა საჯაროდ. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაინახოს ოპოზიციურ პარტიაში არამხოლოდ მაკრიტიკებელი „ქართული ოცნების“, არამედ დაინახონ ოპოზიციაში ძალა, რომელმაც იცის რას გააკეთებს, როცა ხელისუფლებაში მოვა. ჩვენი გეგმაა, ყველა შესაძლო არხით შევეცადოთ, ვაჩვენოთ საზოგადოებას თუ რას კარგავს ქვეყანა იმის გამო, რომ დღეს ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“. საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის აუცილებელი. ჩვენ ვაჩვენებთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ ხელისუფლებაში მოსასვლელად და „ოცნების“ ჩასანაცვლებლად“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ComCom-მა მობილურ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით კვლევა და წარმოება დაიწყო
17:0028.03.24
-
16:3528.03.24
-
16:0228.03.24
-
15:3928.03.24
-
15:1828.03.24
-
14:4628.03.24
-
ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
14:1728.03.24
-
13:4328.03.24
-
ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
13:0328.03.24
-
12:3828.03.24
-
12:0128.03.24
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
11:2028.03.24
-
მარიამ ქვრივიშვილი: ქუთაისის აეროპორტიდან ავტობუსის დანიშვნა ტურისტებს გადაადგილებას გაუმარტივებს
10:4828.03.24
-
10:0628.03.24
-
21:0327.03.24
-
18:0227.03.24
-
17:3027.03.24
-
17:0027.03.24
-
მამუკა მდინარაძე: საქართველომ ყველა მიმართულებით დაამტკიცა, რომ იმსახურებს ევროპის
16:3627.03.24
-
მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
16:0327.03.24
-
15:2827.03.24
-
15:0527.03.24
-
14:4527.03.24
-
28-29 მარტს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
14:2027.03.24
-
ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
13:4027.03.24
-
13:2027.03.24
-
12:5427.03.24
-
სომხეთს 'დიდი ომიდან თავის დაძვრენის' უფლებას არ მისცემენ - 'სასნა ცრერი' კვლავ 'გვაფრთხილებს'
12:3527.03.24
-
10:5627.03.24
-
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
10:2527.03.24
-
10:0227.03.24
-
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ვებგვერდი და აპლიკაცია განახლდა
18:0426.03.24
-
17:4126.03.24
-
17:2626.03.24
-
ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს შეხვდა
17:0026.03.24
-
გიორგი ამილახვარმა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრი გახსნა
16:3526.03.24