პოლიტიკა

ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ - ადამიანი, რომელიც ამაზე მიდის, უსამშობლოა

12.08.22 13:20


რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ შესახებ “ფეისბუქზე“ წერს.

 

როგორც მელია აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ მტრის იარაღად იქცა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

 

„რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ, რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ვისაც ჩვენ უსამშობლოს ვეძახით, ყველა ზარბაზანია მტრის ხელში, მომართული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები.

 

ადამიანს, რომელიც იმაზე მიდის, რაზეც მიდის „რუსული ოცნება”, სამშობლო აღარ გააჩნია. უსამშობლოა. ადამიანი, ვისაც სამშობლო აქვს, ვისაც ჯერ კიდევ სამშობლოდ მიაჩნია ეს ქვეყანა, ასე უბრალოდ ვერ მოიქცევა.

 

ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად, ვინც ასე იქცევა, უკვე უსამშობლოა“, - წერს მელია.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები