პოლიტიკა

გიორგი ვოლსკიმ დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულებს სიგელები გადასცა

12.08.22 17:30


პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული დიასპორული საგრანტო კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა.

 

საქართვერლოს პარლამენტის ინფორმაციით, გიორგო ვოლსკიმ ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, გამარჯვება მიულოცა და სიგელები გადასცა.

 

„მივესალმები იმ ახალგაზრდების ენთუზიაზმს, რომლებიც ახალგაზრდა ელჩის მისიის შესასრულებლად ემზადებიან. მინდა თითოეულ ელჩს ვუსურვო, რომ გაცილებით უფრო სიღრმისეულად ჩაიხედოს სიტუაციაში, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში, რა უჭირს ჩვენს ქვეყანას დღეს და იფიქროს იმაზე, თუ როგორ გააერთიანოს და შეკრას ერთად ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონკურსში სამ საგრანტო პროგრამაში: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი", „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა", „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა" - 154 აპლიკანტი მონაწილეობდა. სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ, რომელთა შორის პარლამენტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ, 43 გამარჯვებული გამოავლინა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები