ანალიტიკა

სომხეთს სურს საქართველოს პორტების გავლით ტრანზიტი რუსეთში. ფოთის პორტის ოპერატორი ჰოლანდიური კომპანია კი წინააღმდეგია!

15.08.22 11:00


გასულ წელს სტატიაში „სომხეთს ფოთიდან პორტში "კავკაზ"(რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორია) ბორნის გაშვებით სურს დააკანონოს როგორც უკრაინული ყირიმის, ისე ქართული აფხაზეთის ოკუპაცია, ამ უკანასკნელის „გასომხებით“, (http://kavkazplus.com/news .php?id=34086 ) Kavkazplus-ი უკვე წერდა სომხეთის დაჟინებულ განზრახვაზე ისარგებლოს რუსეთის აგრესიით უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ.

 

სომხეთს, ერთი მხრივ სურს მიიღოს ტვირთების საზღვაო ტრანზიტი რუსეთში ოკუპირებული აფხაზეთის გვერდის ავლით,  რომელიც სწრაფად იქცევა „ზღვისპირა სომხეთად“. მეორეს მხრივ, ერევანში ამისთვის სურთ გამოიყენონ საბორნე კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციის პორტ „კავკაზთან“. ამ პორტის გავლით და ქერჩის სრუტის მეორე მხარეს მდებარე პორტის „ყირიმი“ საბორნე მომსახურება ხორციელდებოდა უკრაინულ ყირიმთან, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო ოკუპირებული.

 

სომხეთიდან საქართველოზე ზეწოლა ფოთი-პორტი "კავკაზ" საბორნე მარშრუტის ასამოქმედებლად  სულ უფრო და უფრო დაჟინებული ხდება. იქამდეც კი, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოები იძულებულნი არიან ამაზე რეაგირება მოახდინონ. ამგვარად, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ სომხეთთან დაკავშირებით შემდეგი შინაარსის ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

 

„საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

 

ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.

 

სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

„კავკაზ“ პორტში ტრანზიტზე უბრალოდ ნათქვამი კი არა  ხაზგასმულია, რომ ამის გარეშეც სომხეთი იყენებს და შეუძლია განაგრძოს საქართველოს პორტებით სარგებლობა.  თავისთავად, საქართველო არ აპირებს დაბრკოლებები შეუქმნას სომხეთის საზღვაო ტრანზიტს. თუმცა, სომხეთის მიერ კავკაზის პორტის გამოყენება, რომელიც თავდაპირველად მიზნად ისახავდა რუსეთის ფედერაციის დაკავშირებას ახლა უკვე ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან, არის სანქციების დარღვევა, რომელიც დაწესდა რუსეთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. და ამას ყურადღება საქართველომ კი არა, არამედ ჰოლანდიურმა კომპანიამ - ფოთის პორტის ოპერატორმა მიაქცია.

 

საქართველოს პორტსა და რუსეთის პორტს "კავკაზ" შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლის ამოქმედება უკვე დაგეგმილი იყო 2022 წლის 15 ივნისს. პროექტი ითვალისწინებდა ორი, ხოლო სამომავლოდ სამი ბორნის გაშვებას ფოთისა და "კავკაზ"-ის პორტებს შორის, სიხშირით კვირაში 2-3-ჯერ  ( დატვირთვის მიხედვით). თუმცა, 2022 წლის 17 ივნისს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა განაცხადა, რომ ის „ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო“.

 

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ფოთის პორტსა და "კავკაზ" პორტს შორის საბორნე კომუნიკაციის დაწყებასთან, რჩება რამდენიმე ტექნიკური და ბიუროკრატიული საკითხი, რომელიც რამდენიმე დღეში მოგვარდება”, — აცხადებდა ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი Sputnik Armenia-სთან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, როცა ყველა საკითხი, მათ შორის ბორნებთან დაკავშირებით, რომლებიც დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ მოგვარდა, სხვა საკითხები გაჩნდა, რომელთა მოგვარებასაც მეტი დრო დასჭირდა. კერობიანმა განმარტა, რომ ფოთის პორტს მართავს ჰოლანდიური სატრანსპორტო კომპანია, რომელმაც უნდა მიიღოს ნებართვა მისი მშობელი კომპანიისგან, რათა მწვანე შუქი აუნთოს საბორნე მომსახურებას (პორტს მართავს კომპანია APM Terminals Poti, რომელიც არის მსოფლიოს უდიდესი პორტის ოპერატორების APM Terminals შვილობილი, სათაო ოფისით ჰააგაში).

 

შემდეგ ვაგან კერობიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად წარმოშობილი სირთულეებისა, სომხური მხარე "დაჟინებით მიიწევდა რეგულარული საბორნე მომსახურების გაშვებისკენ". ამასთან, მან გეგმა „B“-ს შესახებაც ისაუბრა, თუკი მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომპანია ნიდერლანდებიდან ნებართვას არ გასცემდა. შემდეგ ბორანი ბათუმის პორტიდან გაიშვება, განმარტა მინისტრმა და არ დაუკონკრეტებია, რომ ბათუმის პორტს ყაზახური კომპანია მართავს.  ცხადია, რომ ყაზახეთს ახსოვს ის „კეთილგანწყობა“, რომელსაც „უძველესი ხალხის“, მოსკოვის სომხური ლობის წარმომადგენლები ავლენდნენ, დაწყებული მეუღლეებიდან ტიგრან კეოსაიანიდან და მარგარიტა სიმონიანიდან.

 

თუმცა, არა მხოლოდ რამდენიმე დღე, არამედ თითქმის ერთი თვეც კი გავიდა, მაგრამ ჰოლანდიელებმა არ გასცეს ნებართვა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის, ბორნების გადაადგილებისა. შედეგად, სომხეთის მხრიდან ზეწოლა უკვე მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა „დაარწმუნონ“ ჰოლანდიური კომპანია, დაუშვას ბორანი კავკაზის პორტში. როგორც ჩანს, შანტაჟის სახეს იღებს, ვინაიდან საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო იძულებულია ოფიციალური განცხადება გააკეთოს.

 

სააგენტოს განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო არ უქმნის რაიმე დაბრკოლებას სომხეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საქართველოს პორტების გავლით საზღვაო კომუნიკაციისთვის. ანუ, სომხების ყველა პრეტენზია საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლოა.

 

ერევანმა მეტი კითხვები უნდა დაუსვას მოსკოვის ლობს, რომელმაც ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაება სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკით. ბოლოს და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყირიმის ანექსიას სომეხი ნაციონალისტების აფეთქება მოჰყვა.

 

პრინციპში, მომავალში სომხეთისთვის ტრანზიტის პრობლემა შეიძლება არ იყოს არც სახმელეთო და არც საზღვაო გზით. მაგრამ ამისთვის სომხურმა ლობიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს:

 

1)      1) შეწყვიტოს რუსეთის ფედერაციის უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მით უმეტეს, რომ ეს ოკუპაციები ძირითადად მისი წინადადებით განხორციელდა.

 

2)      2) შეწყვიტოს სეპარატიზმისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხარდაჭერა უცხო ტერიტორიებზე და დაამყაროს ურთიერთობები აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მაშინ საზღვრები გაიხსნება და სომხეთს არათუ ტრანზიტის პრობლემა არ შეექმნება, არამედ მასზე ფულის შოვნაც შეუძლია. ამასობაში სომხეთი თავისი ინტრიგებით, რასაც სისხლიანი ომები და ოკუპაციები მოჰყვა, „ხაფანგში“ გაება.  მას არ შეუძლია მოითხოვოს იმ ქვეყნისგან, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სომეხი ნაციონალისტების ინტრიგებით, დახმარება უკანონო ტრანზიტში.

 

 

გრიგოლ  გიორგაძე

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები