ანალიტიკა

ოკუპანტები წვავენ ლაჩინის ტყეებს

16.08.22 14:30


სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დღეებში ცხელი და უნალექო ამინდია, ამიტომ ხანძრის საშიშროება მკვეთრად გაიზარდა. ჯერჯერობით, ტყის მასიური ხანძარი არ შეინიშნება, გარდა ერთი რაიონისა. ეს არის აზერბაიჯანის ლაჩინის რაიონი, უფრო კონკრეტულად კი ე.წ „ლაჩინის დერეფნის“ რაიონი, რომელიც მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან აზერბაიჯანის სრული იურისდიქციის ქვეშ ბრუნდება.

 

ტყეებში ხანძრის კერებმა გაჩენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანკენდის სეპარატისტი ფუნქციონერები ლაჩინსა და მიმდებარე სოფლებში ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ ეს ტერიტორია 25 აგვისტოდან აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცეოდა, აქ მცხოვრებ სომეხ დევნილებს კი რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაში გადასვლა შესთავაზეს. ამასთან, კატეგორიულად იკრძალებოდა სახლების გადაწვა (30 წლის წინ სახლებიდან გაძევებული აზერბაიჯანელებისგან ნაალაფევი სახლებისა).მათ ვინც სხვის სახლს წვავდა, დაემუქრნენ, რომ ფინანსურ დახმარებას არ გაუწევდნენ და ახალ ადგილას არ უზრუნველყოფდნენ საცხოვრებლით.

 

„სოფელ აჰავნოს მცხოვრებლებმა, რომლის აზერბაიჯანისთვის გადაცემასაც არწახის ხელისუფლება გეგმავს, განაცხადეს, რომ ჩაბარების შემთხვევაში სახლებს დაწვავდნენ, რაზეც რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ეს მოხდება, მაშინ ვინც დაწვავს სახლს, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას ვერ მიიღებს. ანუ ხელისუფლებას სურს მტერს გადასცეს სოფელი აშენებული სახლებით“, - აღშფოთდა სეპარატისტული ტელეგრამის არხი Re:public of Artsakh.

 

სხვა სომხური ნაციონალისტური საინფორმაციო რესურსები მაშინვე გამოეხმაურნენ ამ ინფორმაციას და ერთ-ერთი პირველი იყო სეპარატისტული ტელეგრამის არხი "ჯავახკი", რომელმაც შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

 

„ჩვენ, სომხური ტელეგრამის არხების ადმინისტრატორები, მზად ვართ შევკრიბოთ თანხები, თუ არცახის ხელისუფლება დატოვებს ხალხს ღია ცის ქვეშ, რადგან ისინი მზად არ არიან გადასცენ მტერს თავიანთი ოფლითა და სისხლით აშენებული სახლები.

 

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მზრუნველი კოლეგები და ხელმომწერები დაგვეხმარებიან!

@Armenian_Life

@jvkhk1"

ჯერ ერთი, ლაჩინის დერეფანში სომეხი დევნილების ეს სახლები არ არის „საკუთარი“, არამედ თავის დროზე მათ  აზერბაიჯანელ კანონიერ მფლობელებს წაართვეს.

 

მეორეც, ჩნდება კითხვა - როცა აფხაზეთის დეოკუპაცია მოხდება და ბაგრამიანის ბატალიონის „ვეტერანებსაც“ მოეთხოვებათ „ნაალაფევი“ ქართული სახლების დაცლა, „ჯავახკი“ სეპარატისტები მათთვისაც შეაგროვებენ ფულს, რომ მათ დაწვან ეს  სახლები და არ დაუბრუნონ მათ კანონიერ მფლობელებს, მათ ქართველ თანამოქალაქეებს? ასე გამოდის!

 

ასეა თუ ისე, მაგრამ ახლა სომხებს შორის განსაკუთრებული „ენთუზიაზმი“ თანხების მოსაგროვებლად რათა „კომპენსაცია“ გადაუხადონ მძარცველებს, რათა მათ გადაწვან აზერბაიჯანული სახლები, არ შეინიშნებოდა. ჯავახკის ტელეგრამის პოსტზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარიც კი გააკეთა:

 

„სიმართლე გითხრათ, სრულიად არ გვაქვს სურვილი რაღაც ფონდებში გარკვეული თანხები ვყაროთ. ადრე ხელფასის ნახევარი ირიცხებოდა სხვადასხვა საჭიროებებზე, ომის დროსაც, მაგრამ როგორც ომის შემდეგ გაირკვა, თანხები ადგილზე მიდიოდა, მაგრამ არ გამოიყენებოდა, ჰუმანიტარული დახმარება სომხეთსაც აღწევდა, მაგრამ ინახებოდა საწყობებში. აქ რა თქმა უნდა სხვა სიტუაციაა. ყველასთვის რომ ერთი ფონდი შექმნილიყო და არა ყველასთვის სათითაოდ, სადაც საშუალება გვექნებოდა შედეგზე და პროცესის მსვლელობაზე დაკვირვებისა, მაშინ არაა პრობლემა“.

 

ამრიგად, მძარცველებს არ გამოუვათ ერთდროულად  აზერბაიჯანული სახლებიც გადაწვან და ამისათვის „კომპენსაციაც“ მიიღონ. მაგრამ აშკარა სურვილი იმისა, რომ აზერბაიჯანს ზიანი მიაყენონ და ავნონ, კი აქვთ.  თუ სახლს ვერ დაწვავენ, ირგვლივ არსებულ ტყეს მაინც მისცემენ ცეცხლს. რათა მფლობელები "დამწვარ მიწაზე" დაბრუნდნენ. სწორედ ეს არის მიზეზი ლაჩინის რაიონში ტყეებში მასიურად ხანძრის გაჩენისა და  სამწუხაროდ  ცხელი და მშრალი ამინდი მხოლოდ ამას უწყობს ხელს.

 

სომეხი ნაციონალისტები და არალეგალური მიგრანტები აზერბაიჯანულ მიწებზე კვლავ აჩვენებენ თავიანთ ნამდვილ სახეს. მას შემდეგ, რაც „არცახის“ სეპარატისტთა ლიდერებმაც კი აუკრძალეს მათ აზერბაიჯანელების სახლების დაწვა, რათა კიდევ ერთხელ არ შეერცხვინათ თავი მთელი მსოფლიოს წინაშე, როგორც ეს ყელბაჯარში იყო, დაიწყეს ლაჩინის ტყეების გადაწვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ტყეების დაწვა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავეები პასუხისმგებელნი არიან, განურჩევლად ეროვნებისა, მოქალაქეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და „ძარცვის“ მიდრეკილებისა. ცეცხლის გამჩაღებელთა „გამოთვლა“ იმ პირობებში, როდესაც ზუსტად ცნობილია ვინ და სად ცხოვრობდა აზერბაიჯანის ადრე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დიდი პრობლემა არ არის. უფრო მეტიც, ლაჩინის რაიონი მუდმივი „მონიტორინგის“ ქვეშ იმყოფება კოსმოსური თანამგზავრებიდან და აზერბაიჯანის არმიის მიერ ოკუპირებული მიმდებარე სიმაღლეებიდან.

 

აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება შეაფასოს ზარალი და ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენოს სომხეთს, რომელმაც უცხო მიწაზე ჩაასახლა მძარცველ-წამქეზებლები. და ასევე მოითხოვოს ცეცხლის გამჩაღებელთა ექსტრადირება, რათა ისინი სასამართლოს წინაშე წარადგინონ. თუკი ისინი ყარაბაღის იმ მხარეში გადავლენ, რომელიც ჯერ კიდევ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ზონაშია, მაშინ როცა სამშვიდობოები 3 წლის შემდეგ წავლენ, ცეცხლის გამჩაღებლებს კანონის წინაშე მაინც მოუწევთ პასუხისგება, თუკი გაქცევას ვერ მოასწრებენ.

 

სამწუხაროდ, ვერც უცხოური მედია და ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ „ხედავენ“ თუ როგორ ნადგურდება აზერბაიჯანის უნიკალური ბუნება, ლაჩინის რეგიონის ტყეები. პარალელურად, უკვე გამოჩნდნენ „უფლებადამცველები“, რომლებიც გაჰყვირიან, თუ როგორ ასახლებენ „მრავალტანჯულ“ ადამიანებს სხვისი სახლებიდან. ამავე დროს, არ აკონკრეტებენ - როდის და როგორ აღმოჩნდნენ აქ და ვის სახლებში დასახლდნენ ეს მიგრანტები სირიიდან, ლიბანიდან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რადგან დღეს მათ საკუთარი „არცახის“ ფუნქციონერები ასახლებენ?!

 

 

ვარდენ წულუკიძე

წაკითხულია : 505


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები