მსოფლიო

ნიკოლაი ბორდიუჟა - მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა კავკასიაში ძალიან დიდი ომი გამოიწვიოს

27.04.16 2:55


მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა კავკასიაში ძალიან დიდი ომი გამოიწვიოს, - ეს განცხადება კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ნიკოლაი ბორდიუჟამ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში კვლავ გრძელდება სამხედრო მოქმედებები, მათ შორის მძიმე შეიარაღების გამოყენებით.

„არ უნდა დავუშვათ არსებული კონფლიქტის ესკალაცია. თუ რეციდივი მოხდა და დაიწყო ისეთი პერიოდი, როცა ჩვენ აქტიური და პირდაპირი შეიარაღებული დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით, ეს მთელ კავკასიას ააფეთქებს“, - განაცხადა ბორდიუჟამ ტელეკომპანია „ბიბისის“ კორესპონდენტის კითხვაზე პასუხისას.

„ახლა მთავარია, რეგიონში მშვიდობა ვუზრუნველყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კავკასიაში ძალიან დიდი ომი იქნება“, - დასძინა მან.

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციაში 6 ქვეყანა - რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი შედიან.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები