აფხაზეთი ConIFA-ს საფეხბურთო ჩემპიონატის ჩასატარებლად ემზადება

24.05.16 18:40


მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინილოგია

პრეზინდეტი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთში საფეხბურთო ასოციაციების დამოუკიდებელი კონფედერაციის (ConIFA) დელეგაციას შეხვდა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების საკითხები განიხილეს. მსგავსი დონის ღონისძიების ჩატარება დიდი დღესასწაული იქნება",- განაცხადა ხაჯიმბამ ConIFA-ს დელეგაციასთან შეხვედრის დროს. ConIFA-ს ჩემპიონატში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ეს ჩემპიონატი, როგორც კრის ტოფი, ConIFA-ს ვიცეპრეზიდენტი ამბობს, ConIFA-ს ისტორიაში საუკეთესო უნდა იყოს.

ConIFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ფეხბურთის ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების საკითხს მხარი 2015 წლის 8 ივლისის სხდომაზე ერთხმად დაუჭირა.

ConIFA 2013 წელს ჩამოყალიბდა, ის აერთიანებს იმ 25 გუნდს, რომელიც FiFa-ში არ შედის. მიუხედავად ამისა, 2015 წლის ივნისში აფხაზეთის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებს უარი უთხრეს ConIFA-ს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაზე. სოხუმის ცნობით, აფხაზეთს უარი თბილისის პროტესტის გამო უთხრეს.

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები