პოლიტიკა

„ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს“ - მიხეილ სარჯველაძე

17.08.22 13:00


„ოცნებას“ არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

 

მიხეილ სარჯველაძის თქმით,  წინა ხელისუფლება რუსეთის დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო. 

 

„ბრალდება, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკა არის, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ეს არ არის სწორი. არასდროს ასეთი რამ მე პირადად არ მითქვამს და არც ჩემი რომელიმე კოლეგისგან მახსენდება ასეთი რამ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო ქართული მხარე, საუბედუროდ, ეს იყო, რასაკვირველია, შეცდომა“, - აცხადებს  საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები