პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში დღეს უდავოდ გვაქვს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, რისი შემოქმედიც დიდწილად ოპოზიციაა, რომელსაც ხელისუფლების ხელში აღების დაუოკებელი წყურვილი აქვს

17.08.22 15:00


ვის წარმოადგენენ, ამ ოთხი ადამიანის მხრიდან მკაფიოდ იქნა ახსნილი, რატომ გადაწყვიტეს ცალკე მოღვაწეობა - რათა საჯაროდ ესაუბრათ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ისინი ხედავენ. შესაბამისად მათი ეს სურვილი განაპირობებდა დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ არ იცის, ვის წარმოადგენს “ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხი დეპუტატი.

 

ამასთან, სარჯველაძის თქმით, იმ დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის მხრიდან, არის გარკვეული დებულებები, რომელთან დაკავშირებითაც დისკუსიის წარმართვა გონივრული იქნება.

 

„სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სამუშაო ჯგუფში, რომელიც შექმნილია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესთან დაკავშირებით, შესაბამისად, ყველას, ვინც დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს, აქვს შესაძლებლობა, რომ წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები, შესაბამისად, იმ კონკრეტულ დოკუმენტში, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის მხრიდან, არის გარკვეული დებულებები, რომელთან დაკავშირებითაც დისკუსიის წარმართვა იქნებოდა გამართლებული და გონივრული. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს უდავოდ გვაქვს პოლარიზაციის მაღალი ხარისხი. ამის შემოქმედი დიდწილად არის, მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია, რომელსაც დაუოკებელი წყურვილი აქვს ხელისუფლების ხელში აღების, ამისთვის ის დასაშვებად მიიჩნევს, რომ ემსახუროს არა ქვეყანას, არამედ საკუთარი პარტიის ინტერესებს, ძალაუფლების წურვილის დაკმაყოფილების სურვილს, მათ შორის იმ გავრილოვის ღამის შემთხვევაში, რასაკვირველია ის პროვოკაციული ქმედებები, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, ზრდის ასეთი პოლარიზაციის ხარისხს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები