პოლიტიკა

ვეთანხმები ქალბატონ კელის, ამ ოთხეულის ქმედებები არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია - იაგო ხვიჩია 

17.08.22 18:00


პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატების ქმედებებს „ტროლინგს“ უწოდებს.

 

მისი თქმით, ამ ოთხეულის ქმედებები ადამიანურ ურთიერთობებში არ ჯდება.

 

„ვეთანხმები ქალბატონ კელის, როგორც სხვა შემთხვევებში - ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება, რომელმაც ეს ყველაფერი „დაამენეჯმენტა“, არც დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია. მთელი ეს ქმედებები თავისი მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა „ტროლინგთან“, - აცხადებს პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი. 

 

შეგახსენებთ,  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს „უგუნურ, კონსპირაციული თეორიებს“ უწოდებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები