პოლიტიკა

ისრაელის ელჩი - ისრაელსა და საქართველოს მეგობრობის მდიდარი ისტორია აქვთ, მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში

18.08.22 11:20


მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ჰადას მეიცადმა განაცხადა. ელჩის განცხადებას ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

„ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ, შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში. ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ.

მოუთმენლად ველი, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყანა“, – აცხადებს ჰადას მეიცადი.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები