პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18.08.22 13:20


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით, ერთობლივად მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 

სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც დაგეგმილია აღკვეთის ღონისძიების ახალი სახეობის - „გადაადგილების შეზღუდვის“ შემოღება.

 

სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო, სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის აღნიშნული ინიციატივის გაცნობა, ვინაიდან მოსამართლე იქნება ის უფლებამოსილი პირი, ვინც ბრალდებულს გადაადგილების შეზღუდვა, როგორც აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. შესაბამისად, სასამართლოს ხედვა და გამოცდილება ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კანონპროექტის შემდგომ გაუმჯობესებას. შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ასევე, ამ ღონისძიების პრაქტიკაში ეფექტურად აღსრულების პერსპექტივებზე.

 

შეხვედრაზე სამომავლოდ კანონპროექტის ირგვლივ შემდგომი თანამშრომლობის საკითხები შეთანხმდა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები