პოლიტიკა
18.08.22 17:00
“ქართულ ოცნებას” არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა - ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მმართველი პარტია ცდილობს, არაფერზე შეთანხმება არ შედგეს.
“ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ ამ შეხვედრებთან დაკავშირებით - ყველა შეხვედრას, რომელიც ევროინტეგრაციის ფორმატში იმართება, აქვს ერთი და იგივე დამახასიათებელი ნიშანი. შეხვედრა იწყება „ქართული ოცნების” წარმომადგენელთა არანაკლებ ნახევარსაათიანი გამოსვლით, რომლის დროსაც დაისმება ერთი ისეთი საკითხი, როგორიცაა მაგალითად, ვიღაცის სადღაც არ დაშვება, ვიღაცის შეზღუდვა, ვიღაცის კრიტიკა, რასაც სხვების მხრიდან ერთსაათიანი დისკუსია მოყვება. ყველა იქ მყოფი გამოთქვამს აზრს ამასთან დაკავშირებით. საათნახევარში ხალხი იღლება.
შემდეგ შემოდის ერთ-ერთი სრულიად უმნიშვნელო საკითხი და თუ ვინმეს ენერგია შერჩა, იმ საკითხი გასვლის დროს ბოლომდე ეცლება ეს ენერგია. შემდეგ ეს შეხვედრა მთავრდება და იწყება ახალი შეხვედრა. ჯერჯერობით მთელი პროცესი ესაა. რაც ამ პროცესში თვალსაჩინოა, არის ის, რომ “ქართულ ოცნებას” უბრალოდ არაფერზე სერიოზული მუშაობა არ უნდა. ეს არის ერთგვარი პრელუდია იმისთვის, რომ მონაწილეებს ნერვები მოუშალონ და ნერვებმოშლილზე მოხდეს მათი რადიკალიზაცია. ამიტომ, ვურჩევდი ჩემს კოლეგებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ცოტა მსუბუქად, ირონიით შეხედონ ამ საკითხს მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ირონიული საკითხი. მაქსიმალურად დააკვირდნენ იმას, როგორ ცდილობს “ქართული ოცნება” არანაირი შეთანხმება არ შედგეს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, აღნიშნულიდან გამომდინარე ხომ არ დარწმუნდა, რომ სწორი იყო იმ ოპოზიციონერების გადაწყვეტილება, ვინც პროცესში არ ჩაერთნენ, ხვიჩია ამბობს, რომ პირიქით მოხდა.
“პირიქით - იმ დასკვნამდე მივედი, რომ მე მოვიქეცი სწორად და შემიძლია ასე მოგიყვეთ ეს ამბები. იმათ ეს არ შეუძლიათ - სხედან თავისთვის აგვისტოში”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თავად დოკუმენტზე კი, რომელიც საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფმა უნდა განიხილოს, ხვიჩია ამბობს, რომ ეს საკითხები ნაცვლად გამოსწორებისა, საარჩევნო პროცესის გაუარესებას ისახავს მიზნად.
“ქართულმა ოცნებამ” წარმოგვიდგინდა რაღაც დოკუმენტი, რომელიც ძალიან წინააღმდეგობრივია და ნაცვლად გამოსწორებისა, საარჩევნო პროცესის გაუარესებას ისახავს მიზნად, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების ფინანსების კონტროლის ნაწილში. ევრორეკომედაციების გაგება ხდება ისე, რომ საბოლოოდ, ყველა შეიზღუდება, გარდა მმართველი პარტიისა. თუმცა დღეს ამაზე დისკუსია არ მომხდარა. მთელი დღის განმავლობაში ირჩეოდა საკითხი, უნდა დაესწროს თუ არა “სამართლიანი არჩევნები”. სერიოზული საუბრის დაწყების პოლიტიკური ნება ჯერჯერობით, “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
რაც შეეხება იმას, ხომ არ ირღვევა ევრორეკომენდაციები იმით, რომ “ქართულმა ოცნებამ” “სამართლიან არჩევნებს” სამუშაო ჯგუფში ჩართვის უფლება არ მისცა, ხვიჩია ამბობს, რომ “ვინაიდან “ქართულ ოცნებას” შეთანხმების სურვილი არ გააჩნია, 12-ვე პუნქტი ირღვევა, რადგან არსად პროგრესი არაა”.
“ჩემი კრიტიკული პოზიცია გამოვთქვი და ვუთხარი “ქართულ ოცნებას”, რომ მე მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შეთანხმება არ შედგეს. რადგან ვიცით, რომ განსაკუთრებით ამ პუნქტთან [საარჩევნო სისტემის რეფორმირება] დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის და “სამართლიანი არჩევნების” არდაშვება საარჩევნო რეფორმების ჯგუფში პირდაპორ ნიშნავს იმას, რომ არ გინდა რაიმე შეთანხმებას მიაღწიო”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში დღეს იმართება, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განუცხადა და გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერ-მინისტრის გადაყენების თაობაზე მოთხოვნას შეუერთდა. მიქანაძის განმარტებით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, “რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა”.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24