პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად; უზრუნველყოფილია ღიაობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის პრინციპები

19.08.22 10:20


პარლამენტში ბრიუსელის მოთხოვნებზე მუშაობა აქტიურ რეჟიმშია. მმართველი გუნდმა ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან ერთად უკვე 30-ზე მეტი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრებში საპარლამენტო პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელიც იღებენ მონაწილეობას. მხარეები მიმდინარე პროცესში ერთმანეთს ხედვებს უზიარებენ, რის საფუძველზე უკვე საბოლოო შედეგზე შეჯერდებიან.

 

„ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს გეგმაზომიერად, უზრუნველყოფილია ღიაობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის პრინციპები. სწორედ ასე ჩატარდა 30-ზე მეტი შეხვედრა. ჩვენი მოწოდება კვლავ რჩება ოპოზიციის რადიკალურ ჯგუფთან მიმართებაში, რომ ხელი აიღონ პოლარიზაციაზე და ამ პროცესისგან ხელოვნურად განზე დგომის პრაქტიკისგან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები