პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნას დაესწრებიან

19.08.22 11:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“,  – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

ხიდის გახსნის ღონისძიება დღეს, 14.00 საათზე დაიწყება.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები