ანალიტიკა

რუბენ ტატულიანის „კეთილშობილება“ სეპარატისტული აფხაზეთის მიმართ და როგორ მოუწევთ აფხაზებს სანაცვლოდ „ანგარიშსწორება“

23.08.22 10:40


ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ფასი აქვს. სეპარატისტული აფხაზეთი მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოს ამ კუთხის ოკუპანტი რუსეთის  მიერ მიწოდებული თანხებით. თუმცა იგივე აფხაზებს, თუკი ისინი ყოფილან რუსეთში და განსაკუთრებით რუსეთის გარეუბანში, საკუთარი თავისთვის უნდა დაესვათ კითხვა: რა იწვევს მათ მიმართ ასეთ  „ხელგაშლილობას“ , როცა ათასობით რუსული სოფელი, ქალაქი და დაბა ქრონიკულად დაუფინანსებელია და საშინელ დეპრესიას განიცდიან.

 

და ბოლოს ყველაზე გულუბრყვილოებისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ რუსეთი სეპარატისტებს ფულს  „უბრალოდ“ კი არ უხდის იმისთვის, რომ აფხაზური მიწა მიიტაცოს და თუ აფხაზები ამას გააპროტესტებენ, ისინი უბრალოდ შეწყვეტენ მათ დაფინანსებას.

 

ამის შესახებ თითქმის პირდაპირ განაცხადა მარიონეტულმა სეპარატისტმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ე.წ. „აფხაზეთის საჯარო პალატაში“ გამოსვლისას. მან პირდაპირ მიუთითა ე.წ. „აფხაზეთში რუსეთის ელჩის “ წერილზე, სადაც „დიპლომატმა“ სეპარატისტული „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობას აცნობა, რომ რუსეთის მთავრობა იძულებული იქნება მიმართოს ფინანსური ზემოქმედების ზომებს, თუკი ისეთი საკითხები მოგვარდება, როგორიცაა ბიჭვინთაში რუსეთის სახელმწიფო აგარაკების საკუთრებაში გადაცემა მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად,  გაჭიანურდება.

 

რუსეთის მთავრობამ დღეს იცის სად დახარჯოს ფული. ე. წ. უკრაინაში მებრძოლი „საკონტრაქტო ჯარისკაცები“ თვეში მინიმუმ 300 000 რუბლს იღებენ, რაც რუსული სტანდარტებით გაუგონარია; დიდი ქალაქების ბევრი გუბერნატორი და მერიც კი არ იღებს ასეთ ოფიციალურ ხელფასს. დაქირავებულები და ვაგნერის PMC-ებში მებრძოლები კიდევ უფრო მეტს იღებენ. უკრაინაში სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახი 7 მილიონ რუბლს იღებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ომის სხვა ხარჯებზე, რის გამოც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტი, ნავთობის გაყიდვით უზარმაზარი შემოსავლის მიუხედავად  უკვე მწირი გახდა.

 

მაგრამ კრემლი სეპარატისტებზე "ეკონომიას" აკეთებს. იმავე სეპარატისტულ არასახელმწიფოებში, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში იძულებით მოახდინეს მობილიზება ყველა მამაკაცისა, მათ შორის ინვალიდებსა და სამხედრო სამსახურისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი ადამიანებისა და "გადაისროლეს სასიკვდილოდ", ამასთან არათუ  ხელფასზე, არამედ იარაღსა და აღჭურვილობაზეც კი არ გაუწევიათ ხარჯი. დონეცკისა და ლუგანსკის დანაყოფები ხომ ოფიციალურად განიხილება "მოკავშირეებად" და მათზე არ ვრცელდება რუსული არმიის მიერ მიღებული იარაღისა და აღჭურვილობის ფულადი ჯილდოს დონე და სტანდარტები. ეს არის იაფფასიანი „საზარბაზნე ხორცი“ და ამგვარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის „პერსპექტივა“ თუ ომი კიდევ გაგრძელდება. ისინიც ხომ „მოკავშირეებად“ ითვლებიან და ოფიციალურად უკვე აღიარეს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებს კრემლი ამიერიდან უფრო გულუხვად დააფინანსებს, ვიდრე ოკუპირებული უკრაინის აღმოსავლეთის „მოკავშირეებს“. 

 

მოსკოვმა უკვე შეწყვიტა სოხუმელი სეპარატისტების კვება. თანაც, როგორც ჩანს მიუხედავად იმისა, მომავალში ნებაყოფლობით გადასცემენ მას მიწას, რომელიც მას „მოსწონს“ თუ არა. აშკარაა, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მათ მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რასაც მოისურვებს იმას აიღებს და მარიონეტულ სეპარატისტულ ხელისუფლებას და მით უმეტეს - აფხაზ ხალხს არაფერს ეკითხება, ​​რადგან ბიჭვინთის ასეთი "ოფიციალური გადაფორმების" მიმართ „მოსახლეობის აღშფოთება“ იჩენს თავს.  თუკი  „ნებაყოფლობით“ არ გადასცემდნენ, უახლოეს მომავალში აფხაზებს დემონსტრაციულად ჩამოერთმევათ დაფინანსება. თუკი ბიჭვინთის გადაცემაზე დათანხმდებიან დაფინანსება მაინც შეუწყდებათ, მაგრამ ცოტა მოგვიანებით...

 

მაგრამ, აფხაზები უნდა "უმადლოდნენ" არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. როგორც ჩანს, მათ მაინც მოუწევთ ბევრად უფრო წინდახედული და დაუნდობელი „სპონსორების“ მხრიდან წარსულში მიღებული „საჩუქრების“ საფასურის  გადახდა, რომლებიც ჯერჯერობით სეპარატისტულ აფხაზეთთან მიმართებაში დემონსტრაციულად აგრძელებენ „უპრეცედენტო გულუხვობის გამოვლენას“.

 

2022 წლის 20 აგვისტოს იგივე სეპარატისტული ე.წ.  „აფხაზეთის პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში მდებარე სკოლას ავტობუსი გადასცა. თავად ბჟანია სწავლობდა და დაამთავრა ეს სკოლა. მისი მშობლები აქ ასწავლიდნენ. ასლან ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავტობუსი შეიძინა და საჩუქრად გადასცა „ქველმოქმედმა“, აფხაზეთში დაბადებულმა რუბენ ტატულიანმა.

 

„სამომავლოდ უკეთესი იქნება, ბავშვებს აუზზე, კულტურულ ღონისძიებებზე წაიყვანთ. დღეს ყველაზე ლამაზი სატრანსპორტო საშუალება გემსახურებათ“, - თქვა მან.

 

ცოტა უცნაურია. რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთი დაიპყრო, ბოლო დროს დიდი თანხები გამოყო სეპარატისტული რეჟიმის შესანარჩუნებლად, რაზეც რუსეთის რეგიონების უმეტესობა არც კი ოცნებობს. მაგრამ სეპარატისტების ლიდერმა ვერ იყიდა სასკოლო ავტობუსი მშობლიური სკოლისთვის და იღებენ „მცირე ნარჩენებს“ როგორც კრიმინალური წარსულით, ასევე კონკურენტებისა და „მოვალეების მიმართ“ დაუნდობლობით ცნობილი ადამიანისგან. ეს მაშინ ხდება, როცა რუსი „ელჩის“ მეშვეობით აფხაზებს პირდაპირ შეახსენეს, რომ წარსული „სპონსორების კეთილშობილება" უნდა აენაზღაურებინათ. რუბენ ტატულიანი აფხაზეთში სულ უფრო მეტად იქცევა ისე, როგორც „მასპინძელი“. მეტიც თუ გონივრულად განვსჯით, ასე ამცირებს ის სეპარატისტ პრეზიდენტს, ძალიან სიმბოლურად მიუგდო  ავტობუსი მშობლიურ სკოლას, მიანიშნა რა იმაზე თუ რა სიღარიბეს მიაღწია "დამოუკიდებელმა აფხაზეთმა" მისი ხელმძღვანელობით. ეს არ არის რუბენ ტატულიანის პირველი „მეცენატური საჩუქარი“ სეპარატისტებისთვის.

იმავდროულად, რუსეთის მიერ სეპარატისტების დაფინანსების კუთხით არსებული ვითარება იმაზე მეტყველებს, რომ აფხაზებს მოუწევთ "პატრონის კეთილშობილების სანაცვლოდ" "საზღაურის გაღება" და თანაც ძალიან მალე. უფრო მეტიც, ის რაც აინტერესებს ტატულიანს და მის თანატომელ "ქველმოქმედებს" დაფარული არც არის. მათ აინტერესებთ აფხაზური მიწები, უფრო სწორად ქართული მიწები.

 

რასაც კრემლი არ წაიღებს აფხაზეთში, „სომეხი ძმები“ „წარსულში გაღებული სიკეთისთვის მადლიერების სანაცვლოდ“ მიითვისებენ. მეტიც, მათ აფხაზური მიწა სჭირდებათ განსახლებისთვის. სწორედ ამ დღეებში სომეხი დევნილები ტოვებენ აზერბაიჯანულ ლაჩინს და 30 წლის წინ დატყვევებულ აზერბაიჯანულ სოფლებს ე.წ. „ლაჩინის დერეფნის“ ზონაში. უდავოა, რომ ზოგიერთი მათგანი ახალ ადგილას დასასახლებლად სეპარატისტულ აფხაზეთს აირჩევს. სადაც უკვე მეტი სომეხია, ვიდრე აფხაზი.

 

 

 

გრიგოლ გიორგაძე 

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები