ეკონომიკა
28.10.16 18:55
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას საჯარო მმართველობის რეფორმისთვის 30 მილიონი ევროთი დაეხმარება, რაც ძალიან დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად ეხმარება საქართველოს დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში.
”მოხარული ვარ, გაგაცნოთ სასიხარულო და მნიშვნელოვანი სიახლე. დასრულდა ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის მიერ საქართველოს მთავრობისთვის 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმას მოხმარდება. ეს გახლავთ ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ ელჩს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის.
ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის შედეგია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმირებაში აქტიურად გვიჭერსმხარს, იქნება ეს საქართველოში მოქმედი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი არასამთავრობო სექტორი”, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ რეფორმა რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით.
”დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ საჯარო მმართველობის სფეროში, უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკური წინსვლის კუთხით.
მმართველობის რეფორმა გახლავთ ჩვენი მთავრობის მიერ გამოცხადებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება. ამავე დროს, საჯარო მმართველობის რეფორმა არის ჩვენ მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვალდებულება. საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებასა და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების დანერგვას. ასევე, რეფორმის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვისა და ღია მმართველობის კუთხით, კიდევ უფრო მეტი წინსვლა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარება. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძელით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა.
შევიმუშავეთ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ,რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში დაამტკიცა. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ჩვენ ვმუშაობთ შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავებაზე იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული მმართველობა და სხვა მიმართულებები.სწორედ ამ ამოცანების წარმატებით განხორციელებას მოხმარდება ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ თანადგომით,ჩვენ წარმატებით განვახორციელებთსაჯარო მმართველობის რეფორმირების მიმართულებით დასახულ მიზნებს”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა საჯარო მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გააღრმავებს მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24