ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაის შეხვდა

28.10.16 20:05


საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ბრიუსელში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-NATO-თანამშრომლობთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების თემას. კერძოდ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და ნატო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დეტალურად განიხილეს შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებული საკითხები.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები